როგორც უცხოური მედია წერს, რობერტ პატინსონი ამ თემაზე უკვე ელაპარაკა პროდიუსერებს.
ფილმის სცენარი, ცნობილი წიგნის - "გრეის 50 ჩრდილის" მიხედვით შეიქმნება. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი უკვე გააკეთა კრისტენ სტიუარტმა.
"გუშინ გავიგე, რომ რობიმ და ჩვენმა პროდიუსერმა ამ ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. პროექტის შესახებ მსმენია, რომ ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ვარსკვლავმა.
კრისტენ სტიუარტი ამბობს, რომ რობერტ პატინსონთან ეროტიკული სცენების თამაშისას თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. შესაბამისად, არავინ იცის, როგორ გაართმევს ის თავს ახალ პროექტს.