როგორც დაგპირდით, ქალბატონების კლასიფიკაციის შემდეგ, ჯერი მამაკაცებზე მიდგა. მინდა გითხრათ რომ ზოდიაქოს ნიშანი, მამაკაცის გარეგნობაზეც მოქმედებს და მის სექსუალურ პოტენციალზეც. თუმცა ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე ადრე, ჩემს წინა სტატიაში, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვიზუალური მახასაითებლების შესახებ ვისუაბრებთ.
მაშ ასე, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ქარიზმატული, მომხიბვლელი და ქალბატონების "გულთამბზარველი" მამაკაცები? ამ მხრივ, სტატისიკის მიხედვით, პირველ ადგილზე ცეცხლის ნიშნები გადიან. ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს, განსაკუთრებული შარმი და გამოკვეთილი სექსუალურობა ახასაითებთ, ამას გარდა მათ არც საუბარი უჭირთ და არც სითამამეში მოიკოჭლებენ, რაც დამეთანხმებით ქალის მოსახიბლად ყველაზე დიდი "კოზირია" მამაკაცის ხელში. ცნობილი ვერძები არიან - ჯეიმს ფრანკო, ჰიტ ლეჯერი (იყო უფრო სწორად), ყველა დროის სექსსიმბოლო ცნობილი დონ კორლეონე მარლონ ბრანდო, ენდი გარსია და სხვები. ლომებიც არ ჩამორჩებიან ამ სიას, ანტონიო ბანდერასი, ბენ აფლეკი, რაულ ბოვა და სხვები სწორდედ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ. რაც შეეხებათ გამოუსწორებელ მექალთანე მშვილდოსნებს, ცეცხლის ნიშნებს შორის ისინი ყველაზე მეტი ქარიზმით ლიდერობენ ჯეიქ ჯილენჰოლი, ბენ სტილერი მშვილდოსნები არიან.
გადავიდეთ ჰაერის ნიშნებზე, ამ კატეგორიაში სამი ზოდიაქოა, ტყუპი, მერწყული და სასწორი. ჰაერის ნიშნები როგორც წესი კარგი გარეგნობით და ლაღი მანერებით გამოირჩევიან, ამიტომ თაყვანისმცემლების სიმცირეს ნაკლებად განიცდის მათგან რომელიმე. თუმცა ვნებიანობის მხრივ ცოტას მოიკოჭლებენ. ცნობილი ტყუპების სიაში შედის კოლინ ფარელი, ჯონი დეპი . მერწყულია ჯასტინ ტიმბერლეიკი, ხოლო სასწორის ზოდიაქოთი დაიბადა უსიმპათიურესი ჰიუ ჯეკმანი. რაც შეეხება წყლის სტიქიას, კირჩხიბი, მორიელი და თევზები ერთიანდება მასში. კირჩხიბებს შორის უფრო მეოჯახე ტიპები სჭარბობენ ვიდრე თავგადაკლული მაჩოები და მექალთანეები. ცნობილი კირჩხიბია ტომ კრუზი, ჯოშ ჰარტნეტი და სხვები. თევზების ზოდიაქოს ნიშნით კი უსაყვარლესი ფრედი პრინც უმცროსი დაიბადა. აი რაც შეეხება მორიელს, ეს მამაკაცები ცალკე განხილვის თემაა, რადგან ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატულთა და სექსუალურთა რიცხვში გადიან. ამასთან ერთად, მათ არ ახასიათებთ არც განსაკუთრებული მჭერმეტყველება ქალებთან, არც გარეგნული მონაცემები (ხშირად მათ თვალები აქვთ გამოკვეთილი და ღრმა), ცნობილი მორიელები არიან ხოაკინ ფენიქსი, ჯერარდ ბატლერი, დერმოტ მალრონი ( მგონი ყველა გოგოს შეუყვარდა ეს კაცი ფილმიდან "ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი") და სხვები.
აი რაც შეეხება მიწის სტიქიას, კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს, როგორც წესი ცეცხლის ნიშნებისგან გულნატკენი და გაბრაზებული ქალები, მათ რჩებათ ხოლმე საბოლოოდ დასამშვიდებლად და ქორწინების სახლში წასაყვანად. ამ სტიქიის მამაკაცები, საუკეთესო ქმრები და მეოჯახეები არიან. ბევრი მათგანი კარგი გარეგნობითაც გამოირჩევა, მაგრამ განსაკუთრებული თავგადასავლების მიმართ მიდრეკილნი არ არიან. ცნობილი კუროა პირს ბროსნანი, რობერტ პატისონი, ენრიკე იგლესიასი. ქალწულის ზოდიაქოზე კეანუ რივზი დაიბადა.
|