1. დაწერე შენგან საპირისპირო სქესის ადამიანის სახელი. 2. რომელი ფერი უფრო მოგწონს – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მწვანე.
3. შენი სახელის პირველი ასო.
4. შენი დაბადების თვე.
5. რომელი ფერი უფრო მოგწონს – შავი თუ თეთრი?
6. დაწერე შენი სქესის ადამიანის სახელი.
7. დაწერე შენი ფავორიტი ციფრი.
8. რომელი უფრო მოგწონს – კალიფორნია თუ ფლორიდა?
9. რომელი გირჩევნია – ოკეანე თუ ტბა?
10. დაწერე შენი ოცნება…
პასუხები:
1. შენ 100% შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე.
2. თუ აირჩიე:
წითელი: შენ სიყვარულში ცურავ, სიყვარულით არის შენი ცხოვრება ავსებული.
ყვითელი: შენ კარგი ადამიანი ხარ და გიყვარს ხელის გამართვა სხვისთვის.
ლურჯი: შენ ხარ თბილი და გიყვარს როცა შენი საყვარელი პიროვნებები ყურადღებას გაქცევენ და გეფერებიან.
შავი: შენ ხარ აგრესიული და ჩაკეტილი პიროვნება ასე ვთქვათ.
მწვანე: შენ ხარ განტვირთული და მშვიდი.
3. თუ შენი სახელის პირველი ასო არის:
ა-კ: ძალიან ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი გყავს.
ლ-რ: ცდილობ მაქსიმალურად გაერთო ამ ცხოვრებაში და მალევე შენს ცხოვრებას სიყვარული დაიპყრობს.
ს-ძ: გიყვარს ადამიანების დახმარება და მომავალში შენი ცხოვრება ლამაზი და საყვარელი იქნება.
4. თუ დაიბადე:
იანვარი-მარტი: ეს წელიწადი კარგად ჩაივლის და ნახავ მოულოდნელი პიროვნება შეგიყვარდება.
აპრილი-ივნისი: ძლიერი სიყვარული გექნებათ მაგრამ ხანმოკლე, ოღონდ არასოდეს დაგავიწყდებათ
ივლისი-სექტემბერი: ყველაფერი კარგისკენ მიიწევს, ეს წელი თქვენთვის კარგის მომტანი იქნება.
ოქტომბერი-დეკემბერი: გადასარევი სიყვარული არ გექნებათ, მაგრამ თქვენს სიყვარულს მაინც იპოვნით
5. თუ აირჩიე…
შავი: შენი ცხოვრების დირექცია შეიცვლება, ცოტათი გაგიძნელდება, მაგრამ ბოლოს კარგი რეზულტატი გექნება.
თეთრი: საუკეთესო მეგობარი გეყოლება რომელიც ბევრს გირჩევს მაგრამ შენ არ მოუსმენ.
6. ეს ადამიანი შენი საუკეთესო მეგობარია.
7. ამდენი რაოდენობის ყველაზე საუკეთესო ამხანაგი გყავს
8. თუ აირჩიე…
კალიფორნია: გიყვარს მოგზაურობა.
ფლორიდა: სუსტი ადამიანი ხარ.
9. თუ აირიჩიე…
ტბა: კარგად იქცევი შენს მეგობრებთან და შეყვარებულთან, მაგრამ მორცხვი ხარ…
ოკეანე: გამბედავი ხარ და გიყვარს დახმარების თხოვნა
................... .............................
......................................
.............................
..................
თქვენი
ნებართვით, აქ დავდებ სახალისო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც ნებისმიერმა
შეიძლება ჩაუტაროს არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, რადგან ტესტის
შიფრი მარტივია და სიმბოლიკებს ეყრდნობა.თუ გსურთ, რომ ტესტი აზრიანად
ჩატარდეს, ჯერ თავად ინსტრუქციას გაეცანით და ტესტის წერას შეუდექით
თქვენთვის და შემდეგ წაიკითხეთ სიმბოლიკების ახსნა, რადგან თუ სიმბოლოთა
მნიშვნელობა წინასწარ გეციდონებათ, ჩათვალეთ, რომ ტესტის ჩატარებას თქვენს
შემთხვევაში აზრი არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და რომელიმე
ახლობელს ჩაუტაროთ, . მოკლედ, ინსტრუქცია და კითხვარი შემდეგია: 1. ვთვქათ მიდიხართ უდაბნოში, გაურკვეველი ვადით, მიდიხართ მარტო, რას წიღებდით?(ჩამოთვალეთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში აზრად და დიდხანს არ დაყოვნდეთ)2. თუ წყურვილისგან იხრჩობით და შეგხვდათ მღვრიე წყალი, დალევთ?3.დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?4.მოდის
ცხენი. დეტალურად აღწერეთ, რა ფერისაა, როგორ მოდის, დგას თუ მოდის, თქვენ
თავად მიხვედით თუ ის მოვიდა, ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე. ეს
ყველაფერი დეტალურად.5. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის შანსი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.
........................................................................... ...........................................................................
პასუხები
1.
უდაბნოში თქვენს მიერ წაღებული ნივთებით განისაზღვრება თქვენი უმთავრესი
მისწრაფებები და პრაქტიკული გონება: თუ წყალი აუცილებლად წაიღეთ,
პრაქტიკული ხართ. თუ რაოდენობაზე გაქვთ აქცენტი და პასუხში გაქვთ ასეთი
რამ: 2 ცისტერნა ხორცი, სამი ცისტერნა ლუდი, ტრაილერით მაცივარი ან რაიმე
ამის მსგავსი, ე.ი. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული არ ბრძანდებით.2.
თუ ბინძურ წყალს დალევთ, მაშასადამე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც
შეუძლია წავიდეს ყველაფერზე სიყვარულისთვის, თუ არ დალევთ, ე.ი. თქვენს
პრინციპებს სიყვარულის გამო არ უღალატებთ. 3.თუ მთას პირდაპირ
გადალახავთ, ბუნებით ექსტრემალი ბრძანდებით. თუ გზების ძიებას დაიწყებთ,
რისკი იშვიათად გახასიათებთ და არც ექსტრემალი ბრძანდებით.
4. ცხენი
არის პარტნიორი. ყველაფერი, რაც ცხენზე დაწერეთ, შეცვალეთ სქესით ქალი/კაცი
და ისე წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს იდეალურ წარმოდგენას თქვენსავე
იდეალურ პარტნიორზე.5. კედელი არის ზღვარი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ
ყოფას შორის. თუ თქვენ თქვით, რომ კედლის იქით სიცარიელეა, ე.ი. თქვენ
ურწმუნო ხართ. თუ იქით სიცოცხლეა, ე.ი. თქვენ მოწოდებით მორწმუნე ხართ, ანუ
გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების.
|