მაილი საირუსის ნამდვილი სახელი და გვარია დესტინი ჰოუპ საირუსი, მაგრამ ბავშვობაში მას სმაილის ეძახდნენ, რადგან ძალიან მხიარული იყო და ხშირად იღიმოდა. მოგვიანებით ეს ზედმეტსახელი შემოკლდა, როგორც "მაილი". ამის შემდეგ, 2008 წელს მომღერალმა კანონიერად შეიცვალა თავისი სახელი, როგორც მაილი. დღეისათვის მას მხოლოდ ბებიამისი უძახის დესტინი ჰოუპს (ნამდვილ სახელს).
საირუსს ძალიან ცუდი ხელწერა აქვს, რადგან ის ცაციაა. მამამისმა, ბილი რეი საირუსმა მაილი იძულებული გახადა და მარჯვენა ხელით წერა მიაჩვია. აი რას ამბობს მაილი: "მთელი ცხოვრება მე ვწერდი მარცხენა ხელით, მაგრამ ვწერ მარჯვენა ხელითაც. ასე რომ, თუ არ მოგწონთ ჩემი ხელწერა, მამაჩემს დააბრალეთ."
ჰანა მონტანას გამო მაილი ვეღარ ახერხებდა კოლეჯში სწავლას, მაგრამ მას სახლში ამზადებდა მასწავლებელი. მაილიმ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კოლეჯში დაბრუნებულიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მაილიმ განაცხადა, რომ სწავლას შეგიძლია ნებისმიერ ასაკში დაუბრუნდე, როცა მოგინდება.
მაილის ძალიან დიდი ოჯახი ჰყავს. მას ჰყავს 3 უფროსი ძმა (მშობლების წინა ქორწინებიდან) და უმცროსი და-ძმა.
2011 წელს მაილი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი თინეიჯერი ვარსკვლავი ჰოლივუდში, $54 მილიონით.
ახალგაზრდა მომღერლის საყვარელი მულტფილმია "Sponge Bob Square Pants."
მაილის გულის დაავადება აქვს, ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გოგონას აქვს მსუბუქი ტაქიკარდია. ( ანუ გულისცემის სიხშირის მომატება)
სანამ ჰოლივუდში გადავიდოდნენ, მაილის ოჯახი ტორონტოში ცხოვრობდა. 2003 წელს გოგონამ ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი".
საირუსს 14 ტატუ აქვს. პირველი მან 17 წლის ასაკში გაიკეთა. მისი ყველაზე გამორჩეული ტატუა «Love» ყურში და «Just Breathe» მკერდზე. მოგვიანებით მან გაიკეთა ტატუ ღუზა თავის მაჯაზე, სამი ტატუ თითებზე, ერთი ტერფზე და რამდენიმე ხელზე.
მაილის ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები. საირუსს უკვე 3 ძაღლი ჰყავს, 2012 წლის მაისში მან ორი ლეკვი შეიძინა.
მიუხედავად 8 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, კელი ოსბორნმა და მაილი საირუსმა საერთო ენა გამონახეს და მეგობრები გახდნენ.
მაილის ძალიან უყვარს ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები: "ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნო საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა."
|