პარიზის ”დისნეილენდს” 20 წელი შეუსრულდა, მაგრამ ევროპის ყველაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის იუბილე არც ისე მხიარული გამოდგა - პარკს დიდი ვალი დაუგროვდა.
პარკის მშენებლობის თვითღირებულების ამოღებას ინვესტორი მინიმუმ 12 წლის შემდეგ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში ”დისნეილენდი” 250 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა და, ამასთან, ერთი ბილეთის ღირებულება 60 ევროს შეადგენს, საერთო ჯამში პარკის ვალი 1,9 მლრდ ევროს აღწევს. პარკის მფლობელთა მოლოდინმა არ გაამართლა.
შარშან დისნეილენდი 15,7მლნ-მა ადამიანმა მოინახულა. ეს თითქმის ორჯერ აღემატება ლუვრში მონა-ლიზასა (8,4 მლნ) და ეიფელის კოშკის (6,6) დამთვალიერებელთა რაოდენობას. მიუხედავად ამისა, 2011 წელს პარკის დანაკარგმა 55,6, მლნ ევრო შეადგინა. სპეციალისტები შექმნილი ფინანსური მდგომარეობის მთავარ მიზეზად ”დისნეილენდის” ადგილმდებარეობას მიიჩნევენ. ზამთარში მარნ-ლია-ვალეში, სადაც პარკია განთავსებული, ძალიან ცივა და ყოველთვის ქარია. ამას ისიც ემატება, რომ ფინანსური კრიზისის გამო, პარკის იუბილესთან დაკავშირებით არცერთი ახალი ატრაქციონი არ გახსნილა. პარკის მფლობელებს შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუხდათ, მათ ალკოჰოლურ სასმელზე აკრძალვა გააუქმეს.
პარკი 1992 წელს გაიხსნა.(ამ დროს მაილი არ დაიბადაა??))) :D
|