ცნობილი მსახიობი, სარა ჯესიკა პარკერი ბერდება. როგორც ჩანს, 47 წლის ვარსკვლავსა და სამი შვილის დედას თავის მოვლისთვის დრო არ რჩება. პაპარაცები, რომლებმაც მანჰეტენზე სარას თვალი მოჰკრეს, მსახიობის დაღლილმა და უძლურმა გარეგნობამ შეაშფოთა.
ნაოჭები მთელს სახეზე, ამოღამებული თვალები და ფერმკრთალი სახის კანი - მსახიობი ძალიან შორს იყო მისი ყველაზე ცნობილი გმირის, კერი ბრედშოუს სტილისგან, რომელმაც სარას წარმატება მოუტანა.
მაკიაჟმა, რომელიც სარამ სავარაუდოდ სახლიდან გასვლის წინ გაიკეთა, იმის მაგივრად, რომ დეფექტები დაეფარა, უფრო გამოკვეთა ისინი.
მართალია, წლებმა სარას კვალი დაატყო, თუმცა ფაქტია, რომ სარა ჯესიკა პარკერი პლასტიკურ ქირურგიას თავს არიდებს.
დაამოწმა:Marriieee❤
|