"პაემანზე დამხვდი..."ისევ, მოგონება მახრჩობს... როცა, უმოწყალოდ მწვავდი... მაინც, ვერ გავიგე - რატომ? მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...
ახლა, მოდაშია ფიქრი... ფიქრობს პატარა თუ დიდი... ახლა, მოგონებებს ვიმკი... მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...
ასე მოვაღწიე მარტომ... გავხდი, მოწყალე და მშვიდი... ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ... მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...
ისევ, მონატრება მომკლავს... ახლა, მინდა ვიყო შენთან... გული ძველებურად ბორგავს... ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...
წვიმას ავატირებ, ისევ... სევდას უმიზეზოდ წავშლი... ღამეს შევატოვებ ნისლებს... და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...
ღამეს დავაღამებ, სადმე... დილას გავითენებ, მაინც... ოღონდ, საუკუნოდ მწამდე... იმედს არ დავკარგავ ხვალის...
ღამეს, უშენობით მოვკლავ... მერე, შავს სამოსელს გავხდი... მოვალ, დამიჯერე, მოვალ... და შენ, პაემანზე დამხვდი..
* * *მე დავამთავე სიყვარულის დამარცვალება მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა და ისიც თითქოს ყველაპერი გულს რომ მიკლავდა არ მემეტები მაგრად რა ვკნა არც შენ დამინდე არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს რომელიც ჩემსში იმალება და სულ შენ გხატავს სულ ის მინდოდა მოსულიყო შენტვის ზამთარი რომ ცემს სხეულსში მომედზებნე სადგაც გამთბარი სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთივს რომ გეთქვა და ამ სიტყვებიტ ჩემი გული რომ დაგესეტყვა ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი რაც არ მერგება რაც არ მეკუტვნის ის ხომ მაინც არ შემერგება შენ არ გამტყუნებ ყველაფერი ჩემი ბრალია რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია? მე ვარ ასეთი შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ? ჩემთვისაც არის სადგაც გზები მაგრამ ვერ ვხედავ ან ბრმა ვარ? ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ, მე რომ წავიდა რავქნა მერე ვის მიგაბარო? ნუტუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო? ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმგერდა ალბათ სხეულსში შენი გული ვერ მიმიგებდა ალბათ დაგგალე და ამიტომ აგარ გინდივარ სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ
"ოდესმე ალბათ ჩემსას გაიგებ"მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში – სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს!..
|