ამ მახასიათებლებით ევროპის ლიდერი ბარსელონაა. ბარსელონა ნებისმიერი მოთხოვნილების მქონე ტურისტს მაღალხარისხიან დასვენებას სთავაზობს: დილით - ექსკურსიები გუელის პარკში და უნიკალური ნაგებობების დათვალიერება; შუადღეს - სანაპიროზე მზის აბაზანის მიღება და ნებივრობა; საღამოს - მრავალფეროვანი კაფეები, ბარები და ღამის კლუბები. ბარსელონაში ყველაფერი გათვალისწინებულია.
მათ, ვისაც შედარებით მშვიდი დასვენება სურს, ეპანურ კურორტ სან-სებასტიანზე ეპატიჟებიან. ქალაქის სანაპირო, რომელსაც უნიკალური, მრუდე ყურე ორ ნაწილად ყოფს, არაჩვეულებრივია, როგორც სერფერებისთვის, ისე გარუჯვის მოყვარულთათვის. ქალაქში არის არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, სკვერები, ბაღები და მაღალი დონის რესტორნებიც.
რეიტინგში ნიცაც - საფრანგეთის ერთ-ერთი უმთავრესი კურორტიც შევიდა. ამ ქალაქში არის სანაპიროები, რომელიც ნებისმიერი ტურისტის გემოვნებას დააკმაყოფილებს. არის საჯარო და კერძო სანაპიროები. გარდა ამისა, ქალაქი ცნობილია მისი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით.
|