უკვე 31-ე დღეა რაც ნანატრი ზაფხული დადგა და ჩვენი გულებიც სიხარულით აივსო. არ მეგულება ადამიანი, რომელიც მოუთმენლად არ ელოდა ზაფხულის დადგომას, რაც თავის თავში მოიცავს მზეს, ზღვას, პრობლემებისგან მოწყვეტას, დასვენებას, არდადეგებებს და კიდევ უამრავ ისეთ რამეს, რისი გახსენბაც სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს ჩვენში. საიტზე უკვე საკმაოდ ბევრი ნიუსი იდო ზაფხულზე, თუმცა უმეტესობა ზაფხულის პეიზაჟების ამსახველი ფოტოკრებულით შემოიფარგლებოდა. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ე.წ To-Do List ანუ საზაფხულო გეგმების სია.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ამოიცნობთ თქვენს საზაფხულო სურვილებსა თუ ოცნებებს, ზოგი მათგანი კი თქვენთვის სიახლე იქნება. მაშ ასე, გადახედეთ ფოტოებს და მათ მიხედვით მოამზადეთ დასვენების გეგმა: 1.გადავიღო უამრავი ფოტო 2.წავიდე მეგობრებთან ერთად პიკნიკზე 3.შევჭამო ბევრი ნაყინი 4.გავერთო ბოლომდე 5.შევჭამო ბევრი საზამთრო 6.ვიპოვო ჩემნაირი ბიჭი 7.გავიკეთო დროებითი ტატუ 8.წავიკთხო ბევრი წიგნი 9.ჩავიდინო რამე სიგიჟე 10.მივიღო ლამაზი რუჯი 11.გავაკეთო ქვიშაში სასახლე 12.შევცვალო ოთახის ინტერიერი 13.მეტი დრო გავატარო მეგობრებთან ერთად 14.შევიცვალო ვარცხნილობა 15.გამოვიძინო 16.ვიარო ქვიშაში ფეხშიშველმა 17.ვიცურავო ზღვაში სულ ეს იყო... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი აუცილებლად უნდა შესრულდეს. დაიმახსოვრეთ თქვენი მთავარი სურვილია: დავტკბე ყოველი წუთით პირადად მე და ალბათ ამ ნიუსის მკითხველთა უმეტესობა ჯერ-ჯერობით ამ პროცესში ვარ:
❤ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ! ❤
|