სელენა გომესმა ჟურნალ ELLE-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მომღერალი და მსახიობი გამოცემის ივლისის ნომრის გარეკანს დაამშვენებს. ვარსკვლავმა ჟურნალს ინტერვიუც მისცა და საკუთარ წარსულზე, პირად ურთიერთობებსა და კარიერაზე ისაუბრა. "ჯასტინმა ჩემთვის მთელი კინოდარბაზი დაიქირავა, რათა "ტიტანიკი" სამ განზომილებაში გვენახა. დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ის გამოუსწორებელი რომანტიკოსია. ვთქვი თუ არა, რომ "ტიტანიკის" ნახვა მინდოდა, მაშინვე ამისრულა სურვილი". "მახსოვს ბავშვობაში, როდესაც ოჯახთან ერთად ვმგზავრობდი, მანქანა გზაზე რამდენჯერმე გვიჩერდებოდა, იმიტომ რომ საწვავის ფული არ გვქონდა. მაგრამ დედაჩემს ყოველთვის ჰქონდა ფული გადადებული იმისთვის, რომ წავეყვანე კინოში, თეატრში, მუზეუმებში, რომ სამყარო შემეცნო". "Disnay დიდი მანქანაა და ამიტომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ არ მღერი, ცეკვავ ან თამაშობ, ამ არხზე მუშაობას ვერ ეღირსები. ეს სიცრუეა, თუმცა Disnay-მ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა. ახლა როლებს მხოლოდ ახალგაზრდულ კომედიებში მთავაზობენ. მაღალბიუჯეტიან კინოპროექტებში მონაწილეობა არ მიმიღია და სიმართლე გითხრათ, დიდად არც მინდა". "ძალიან მიყვარს ჯენიფერ ლოპესი. მახსოვს ადრე ფილმი "სელენა" ვნახე, სადაც ის თამაშობდა. ზუსტად მისნაირი კაბა დავამზადე და მთელი დღე არ გამიხდია!"
|