მადლობა ვინც წაიკითხეთ და დააკომენტარეთ მაგრამ ეს თავი მინდა ვაჩუქო ჩემი მოთხრობის პირველ მკითხველს,პირველ დამმკომენტარებელს,პირველს ვისაც მოეწონა Ann_Stewart♥
ოთახში რაღაც ჩამოვარდა
შევხედე ძველი დრო გამახსენდა
რამდენი ხანია მას არც კი შევხებივარ..ჩემი უსაყვარლესი
ფუნჯები,საღებავები,სახატავი დაფა.. უკვე მტვრიანი იყო ნაზად ავიღე ხელში,დიდხანს
ვუყურებდი,ძველმა დრომ თვალწინ გადამირბინა..ხატვა რომ მიყვარდა მხოლოდ ნიამ
იცოდა,მაგრამ კარგა ხანია ამ საქმიანობას თავი დავანებე მას შემდეგ რაც ჩემი და
ნიას საუკეთესო ყოფილი მეგობარი ნუცა წავიდოდა ამ ქვეყნიდან..
მამა:–ანი რას აკეთებ ამდენ ხანს?
არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ნივთები ჩანთაში უცებ ჩავტენე და ვითომც არაფერი ისე
გამოვედი
მამა _ რა სახე გაქვს ? კარგად ხარ?
–ხო რავიცი..)) არაუშავს წავიდეთ დროზე არ დაგვაგვიანდეს
გზაში ხმა არ ამომიღია და როგორც იქნა მივედით აეროპორტამდე
მამამ შუბლზე მაკოცა,ეს მისი და ჩემი საყვარელი ჟესტია
–ჭკვიანად იყავი
მთელი გზა თვალი ვერ მოვხუჭე,ვფიქრობდი მომავალზე,ჰავაიზე გასატარებელ 3 თვეზე
გვერძე ერთი ბიჭი მეჯდა,მასაც მთელი გზა ხმა არ ამოუღია,მაგრამ ბოლოს გამცა ხმა
–ხმას რატომ არ იღებთ?
–არც თქვენ ამოგიღიათ ხმა მთელი გზის განმავლობაში
ჩუმად გაიცინა
–სახელი?
–ანი
–სასიამოვნოა სანდრო
არაფერი შევიმჩნიე,მაგრამ ეს სახელი ბავშვობიდან მომწონდა და არასოდეს მქონია
კონტაქტი ვინმე სანდროსთან
–ჰავაიზე მიდიხართ ალბათ ?
–კი
–ხოდა ჩვენი ჩასვლის დროა
ჩემოდანი ავიღე და გარეთ გავედი,სანდრო ჯერ არ იყო გამოსული
თვითმფრინავის წინ ვიდექი და დაბნეული ვიყურებოდი,ალბათ რა სასაცილო შესახედავი
ვიყავი
–ხომ არ დაიბენი ანი ?
–მმ..ცოტაა
–და სად უნდა წახვიდე?
–სასტუმროში უნდა ვიყო,იყოს ვინმეს ვთხოვ დახმარებას,ტაქსით წავალ
–კარგით მაშინ აღარ შეგაწუხებ
ჩემსკენ გამოიწია და მეც მექანიკურად უკან გავიწიე
გაეცინა
–მე მხოლოდ ლოყაზე კოცნა და გამომშვიდობება მინდოდა
თვალი ჩამიკრა და თავის გზაზე წავიდა
–რა უცნაური ხალხია
ბოლოს სასტუმროსაც მივაგენი როგორც იქნა,მალევე მოვკალათდი
ცოტა ხანი სანდროზე დავფიქრდი
–იმედია ვეღარასდროს ვნახავ
ეს მოგზაურობა მოსაწყენად მიმაჩნდა,სამი თვე რა უნდა ვაკეთო ჰავაიზე მარტო,ანდაც
როგორ გავიცნო ვინმე
მაგრამ სახლში ჯდომით მართლა ვერაფერს გავხდებოდი
საცურაო კოსტუმი ავიღე და ზღვაზე გავედი
დიდი ხანი ვსეირნობდი
ნაპირზე,მეცნობოდა კიდეც იქაურობა..გამახსენდა მე და ნია როგორ ვთამაშობდით
სხვათაშორის სადღაც იყო პატარა ქოხი სადაც ადრე მე და ნია ხშირად ვიპარებოდით
ხოლმე,სახლის კუთხეში მიწის ქვეშ იყო პატარა კოლოფები სადაც ჩვენი სურვილები
ეწერა,იქ ჩვენი ბევრი კვალი იყო,ეს ქოხი სადღაც იყო მიყრუებულში სადაც მგონი
საუკუნეებია არავინ შესულა. თუმცა ალბათ იმ ქოხს ვეღარც მივაგნებ
თვალი მოვკარი ერთ სანაყინეს,ჩვენი საყვარელი სანაყინე,ნუ ახლა მხოლოდ ჩემი,ნიას
ალბათ არც კი ახსოვს. ყოველდღე იქაურ შოკოლადიან ნაყინებს ვჭამდით,ისევ მომინდა
როცა გამხსენდა როგორ გვიყვარდა..)) მივედი და შევუკვეთე,როდესაც შემოვბრუნდი
ვიღაცას შევეჯახე
–ანი ?
–შეეენ?
ავხედ–ჩავხედე,არ გეგონოთ სანდრო ნია იყო
–შენც ამ ნაყინს მიირთმევ?
–ხო,მაგრამ ისეთივე აღარაა როგორც წლების
წინ
–რათქმაუნდა როგორც ჩვენი მეგობრობა
–მაპატიე,არ
შემიძლია შენთან მეგობრობა...
–რა ? არ მჯერა რატომ არ შეგიძლია
–მიზეზი მაქვს
ნაყინი ძირს დააგდო და გამწარებული გავარდა
მე კი გაკვირვებული ვიყურებოდი,არაფერი მომდიოდა აზრად,რატომ,რატომ არ შეეძლო
ჩემთან მეგობრობა,რა უშლიდა ხელს,მაგრამ ეს უბრალოდ მიზეზად ჩავთვალე და
სასტუმროში დავბრუნდი
იქ კიდევ აყალმაყალი იყო,როგორც ჩანს ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ,ოხ
როგორ ვერ ვიტან ხმაურიან ადგილებს
ჩემს ოთახში ავედი,მაგრამ ხმაური იქაც აღწევდა,აიპოდი ავიღე და დაძინება
გადავწყვიტე
უკვე შუაღამე იყო რომ კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა,მოკლე მაიკით და შორტით
ავდექი
გავაღე და ხელში .....
ძალიან დიდი იმედი მაქვს დააკომენტარებთ და მოგწონთ :( <3 წინ ბევრი საინტერესო რამ არის.. ))
|