ჯესი ვეირი სადებიუტო ალბომის დეტალებს ახმაურებს
ლონდონელი მომღერალი ჯესი ვეირი პირველი სტუდიური ნამუშევრის დეტალებზე საუბრობს. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Devotion", 20 აგვისტოს გამოვა. ფირფიტის რელიზი ინდი-ლეიბლში „4AD" შედგება. ალბომში შესულია 11 სიმღერა, მათ შორის უკვე გამოსული სინგლები „110%" და „Running". აღსანიშნავია, რომ პირველი კომპოზიცია დიდი ბრიტანეთის ჩარტში 61-ე ადგილზე გავიდა, მეორე კი ნიდერლანდების ჰიტ-აღლუმში 99 პოზიციაზე მოხვდა. ალბომის „Devotion" თრექ-ლისტი:
Devotion;
Wildest Moments;
Running;
Still Love Me;
No to Love;
Night Light;
Swan Song;
Sweet Talk;
110%;
Taking in Water;
Something Inside.
ლანა დელ რეის კრიტიკის ეშინია
ლანა დელ რეიმ რადიოსადგურს BBC Radio1 საკმაოდ გულწრფელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ეშინია პროდიუსერების და მსმენელის კრიტიკის. „იცით ყველაზე ძალიან რისი მეშინია? როდესაც სიმღერებს წერს წლობით, ერთ დღეს ყველაფერს ამას მოისმენს მსმენელი და იტყვის, რომ არ მოსწონს და შენს შინაგანს ყველაფერს უარყოფს. ეს ძალიან არასასიამოვნოა... პოპულარობა კარგია, რადგან იღებ კარგ შემოთავაზებებს ბევრი არტისტისგან. მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს პროექტები არ ჯდება ჩემს სტილში. არ მინდა უმადური გამოვჩნდე, მაგრამ როდესაც ჩემთან მოდიან ადამიანები წინადადებით ყოველთვის ვფიქრობ: „ღმერთო ჩემო, რა გინდა ჩემგან? არ მინდა შენთან ერთად მუშაობა!". აუცილებელია მიჰყვე ინტუიციას, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია..." - აცხადებს ლანა. შეგახსენებთ, რომ ლანა დელ რეის სადებიუტო ალბომი „Born To Die" 2012 წლის დასაწყისში გამოვიდა და კრიტიკოსების სხვადასხვაგვარი შეფასებები დაიმსახურა. შოუში „SNL" მომღერლის გამოსვლა კი, გადაცემის ისტორიაში ყველაზე ცუდ პერფორმანსად დაასახელეს.
კენი ვესტი და კომპანია რელიზისთვის ემზადებიან
კენი ვესტი და მისივე ლეიბლი „G.O.O.D. Music" ახალი ფირფიტის რელიზისთვის ემზადებიან. ალბომი სახელწოდებით „Cruel Summer" გაყიდვაში 7 აგვისტოს გამოვა. მის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ არტისტები Pusha T, 2 Chainz, Big Sean, Kid Cudi და Mr. Hudson. ცოტა ხნის წინ გამოშვებული თრექი „Mercy" რელიზის ლიდ-სინგლია. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ პარალელურად, კენი სოლო-ალბომზეც მუშაობს.
ლედი გაგას კონცერტზე ვიბრატორი აჩუქეს
ავსტრალიაში, კონცერტზე ლედი გაგას სექს-სათამაშო აჩუქეს. მომღერალმა შეკრებილ თაყვანისმცემლებთან გულწრფელად გამოხატა საჩუქრით გამოწვეული ემოციები. „გინდათ თქვათ, რომ მე არასაკმარისი სექსი მაქვს? ეს მორალური მხარდაჭერაა? აქვს კი ელემენტები? ძვირადღირებულს ჰგავს..." - ამბობდა გაგა და ამავდროულად ათვალიერებდა ვერცხლისფერ ვიბრატორს. „მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი სექსუალური ცხოვრებით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად მაქვს!" - დაამატა ბოლოს ეპტაჟურმა მომღერალმა.
წყარო:radio.ge
|