ახალი სინგლის
რელიზისთვის ემზადება Taylor Swift-იც. როგორც იცით 22 ოქტომბერს მისი
მეოთხე სტუდიური ალბომი გამოდის. სწორედ ”Red"-იდან გახლავთ ახალი
ნამუშევარიც.
”Begin
Again" - ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომელიც 1 ოქტომბერს გამოვა.
იგი მეორე სინგლი გახლავთ ახალი ალბომიდან. რაც შეეხება პირველ ვიდეოს "We
Are Never Ever Getting Back Together" აგვისტოს ბოლოს გამოვიდა.
”Begin Again” ხმის ჩამწერი კომპანია ”Big Machine”-ს პროდუქტი გახლავთ, რომელმაც Taylor-ის მეოთხე ალბომი შექმნა. *Rita Ora-ს სადებიუტო ალბომი "Ora”
Rita Ora-ს
სადებიუტო ალბომი "Ora” უკვე გაყიდვაშია. ფირფიტის რელიზი 25 სექტემბერს
შედგა. იგი 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იწერებოდა და მის ჩაწერაში
მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანელი რეპერი Tinie Tempah, ამერიკელი Hip hop
მომღერალი J. Cole, DJ Fresh და Black Eyed Peas-ის წევრი will.i.am.
ალბომის
ოფიციალურ ვერსიაში თორმეტი სიმღერის მოსმენა შეეძლება მომღერლის
თაყვანისმცემლებს. რაც შეეხება დელუქს ვერსიას მასში თექვსმეტი ნამუშევარი
იქნება შესული.
აქვე ცნობილი გახდა, რომ "Ora”-დან რიგით მესამე სინგლი "Shine Ya Light” იქნება. რომლის რელიზიც ნოემბერში გახლავთ დაგეგმილი. *ვის ბაძავს One Direction?!
როგორც გატყობინებდით ბრიტანული ბენდი One Direction ახალი ვიდეოს რელიზს 20 სექტემბერს გეგმავდა. ალბათ თვად ბიჭებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ახალი ნამუშევარი ასეთი პოპულარული გახდებოდა.
გამოსვლიდან
ზუსტად ორ დღეში ვიდეოპორტალ YouTube-ზე One Direction-ის კლიპმა ”Live
While We're Young” 13 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამ დროისთვის კი 19
მილიონს უტოლდება.
რა თქმა
უნდა პოპულარობასაც აქვს უარყოფითი მხარეები და გამოჩნდნენ ისეთი
ადამიანები, რომლებიც ბრიტანული ბენდის ახალ ვიდეოს Big Time Rush-ის
”Windows Down”-ს ადარებენ და აცხადებენ, რომ ”Live While We're Young”-ის
შემქნელებმა იდეა სწორედ Big Time Rush-ს მოპარეს. *კეტი პერი "წლის ქალად" დაასახელეs
ჟურნალმა Billboard-მა კეტი პერი "წლის ქალად" დაასახელა. საპატიო წოდება
მომღერალს არა მხოლოდ რეკორდულულად გაყიდული ალბომების გამო მიანიჭეს. როგორც
ჟურნალის რედაქცია წერს, "კეტი პერი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი
შემსრულებელია, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვება ტეილორ სვიფტს, ფერჯისა და
ბიონსეს". "კეტი პერი მუსიკალურ ინდუსტრიაში 5 წლის წინ გამოჩნდა,
თუმცა მან უკვე შეძლო ის, რასაც ბევრი მომღერალი მთელი კარიერის
განმავლობაში ვერ აღწევს", - წერს ჟურნალი Billboard-ი. დაჯილდოების ცერემონია 30 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. იმედია მოგეწონათ