უცებ მტკვარს გადავხედე. . . თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა. . . ისე მიდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო. . . უცებ გავჩუმდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა. . . ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს მინახავს. . . ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა. . . მე შენთან წამოვედი. . . გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე. . . დილა გათენდა. . . ეს სევდიანი დილა იყო. . . მაგრამ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა. . .
წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ. . . დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელშუ და თვალებით ჭერს მიშტერებოდა. . .
შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი. . . თვალები მოიფშვნიტე. . . დაამთქნარე. . . პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე. . . შენთვითონაც გაგიკვირდა ასეთი რამ რატომ გააკეთე. . . არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები. . . ახლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ცართე. . . იქიდან მე გიღიმოდი. . . სევდიანი თვალებით გიყურებდი. . . კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი. . . შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე. . .
ახლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩაგრულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში. . . შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე. .