სოფო ნიჟარაძე (დ. 6 თებერვალი, 1986, თბილისი) — მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი.
შეასრულა ჯულიეტას როლი „Roméo & Juliette"-ს რუსულენოვან ვერსიაში (2004—2006 წწ.). 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა„ახალი ტალღაში", სადაც მე-2 ადგილი აიღო. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine", ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გავიდა. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია. სოფიო — თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. 6 წლის ასაკიდან ვოკალს სწავლობდა. შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. 7 წლის ასაკში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გაახმოვა ფილმი „იავნანამ რა ჰქმნა?!". 1995 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის" ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი".1996 — ქართული ფესტივალის „ლიგას" სპეციალური პრიზი სიმღერისთვის „О тебе"; ფესტივალ „ბრავისიმო-ბრავისიმოს" ლაურეატი, მინი-ლა სკალა (იტალია).1997 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის" მონაწილე (მოსკოვის 850 წლისთავი).1999 — პირველი ხარისხის დიპლომი ღონისძიებაში „პიშკინის საღამოები".1998 — 2001 — ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი.2004 — 2005 — მთავარი როლი მიუზიკლში „Romeo & Juliette"2005 — ახალი ტალღის მე-2 ადგილის ლაურეატი2010 — საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე. |