მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!" გაბრიელ გარსია მარკესი
ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება. არ არსებობს ამქვეყნად დაბრკოლება, რომელიც ჩემს ღიმილზე მაღალი იქნება ...
სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება." წმ. ეფრემ ასური
ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა." წმ. ეფრემ ასური
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ." წმ. ისააკ ასური
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი." წმ. ეფრემ ასური
მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო - ეს მოვალეობაა." ვიქტორ ჰიუგო
ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას." ბუასტი
შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.გოეთე
მამაკაცისთვის ყველაზე გულსატკენია, თუ მას სულელს ვუწოდებთ, ხოლო ქალისთვის - უშნოს." კანტი
ყოველ ადამიანში მზეა - ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს.” სოკრატე
ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია ცეცხლის გაჩენა. ამის წყალობით მოიპოვა მან ბატონობა დედამიწაზე." რივაროლი
ჭეშმარიტად მხოლოდ ერთხელ გიყვარს, მომდევნო სიყვარული უშუალოა."
გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე. ქონდრისკაცებში - გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი." დიდრო
ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად რომ ახდეს, ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა." ბუასტი
ის, ვინც ღრმად სწავლობს საკუთარ სულს, ხშირად იჭერს საკუთარ თავს შეცდომებში, რაც მას ძალაუნებურად თავმდაბალს ხდის. ის საკუთარი განათლებით აღარ ამაყობს და საკუთარ თავს სხვაზე მაღლა არ აყენებს." ჰოლვეციუსი
"ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა." სენეკა
დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული." ნიშცე
თავმდაბალი ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, ამაყი კი ყველაფერს დაკარგავს: თავმდაბლობას საქმე ყოველთვის ღირსებასთან აქვს, სიამაყეს კი - შურთან." რივაროლი
|