"ქალის კი არ უნდა გესმოდეთ, უნდა გიყვარდეთ იგი." ოსკარ უაილდი
"თავისუფლება, წიგნები, ყვავილები და მთვარე. განა შეიძლება ამ ყველაფერთან ერთად არ იყო ბედნიერი?" ოსკარ უაილდი
”შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ, მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო, არც შენ და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო, მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის.” ბობ მარლი
"მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობს ერთად - შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა - სულ ეს არის.” ბობ მარლი
"ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც არ უნდა იყოს, ბრიყვი ბალრივით იქცევა." დოსტოევსკი
"ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია.” ბაირონი
"ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა.” სტენდალი
მეგობარი არასდროს გეტყვის "ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა.” უენდი ჯინ
ნამდვილი შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება.” კონფუცი
იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.” ეპიკურე
"მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს.” ჯოზეფ ედისონი
"ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.” ერნესტ ჰემინგუეი
"ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე, ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს, ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება, ჩემი მტერია.” პეტრე პირველი
კარგი გრძნობაა, გრცხვენოდეს ადამიანების, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.” ტოლსტოი
ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს.” როლანი
ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას. დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!” ბობ მარლი
თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა, მაგრამ ხსნით ქოლგას, როცა წვიმს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მზე, მაგრამ პოულობთ ჩრდილს, როცა მზე კაშკაშებს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ქარი, მაგრამ ხურავთ ფანჯრებს, როდესაც ქარი ჰქრის. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ იტყვით თუ როგორ გიყვარვართ მე.” ბობ მარლი
თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს. სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად.” ბობ მარლი
ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებს, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი." გაბრიელ გარსია მარკესი
გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი." "ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასოდეს იქნება შენი!" გაბრიელ გარსია მარკესი
ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის." ქეი - ქუასი
ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” ეთელ უორტს მამფორდი
"ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია." კაბუსი
ბედნიერება მხოლოდ ის არის რომ გიყვარდეს და გსურდეს, ფიქრობდე მისი სურვილებით, მისი აზრებით."
|