★ქეით პერიმ „Teenage Dreams"-ის ეპოქის ლამაზი დასასრული წარმოადგინა★
ქეით პერი ახალ სინგლს „Wide Awake" მისი უკანასკნელი ალბომის პრომო-კომპანიის „ლამაზ დასასრულს" უწოდებს. არტისტი აცხადებს, რომ „Teenage Dream" -ის ეპოქის დასასრულისთვის და ფილმის „Part Of Me 3" ფინალური ტიტრებისთვისდ ჩაწერა. „მიყვარს ეს ჩანაწერი ძალიან. ეს სიმღერა არ დამიწერია Teenage Dream-თვის. ჩვენ ამ პერიოდში ვმუშაობდით ფილმზე და სწორედ ამ დროს შემომთავაზეს შემექმნა სიმღერა ფინალური ტიტრებისთვის. მაშინ ვიფიქრე, რომ ზუსტად ვიცი, რა მინდოდა რომ მეთქვა. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა სიმღერა დამეწერა, მაგრა, არ მინდოდა დავლოდებოდი როდის იქნებოდა მზად მთელი ალბომი და ამიტომ, გადავწყვიტე, რომ შესაფერისი დრო იყო უკანასკნელი სიტყვისთვის. ამ კომპოზიციით მსურდა ჩემი თავგადასავალი მომეყოლა, საიდანაც ხანდახან მსურდა ტავი დამეღწია კიდეც" - აცხადებს ქეითი. შეგახსენებთ, რომ სინგლი „Wide Awake" 2 ივლისს გამოვა, 5 რიცხვში კი ფილმის „Part Of Me 3D" პრემიერაა დაგეგმილი.
★„Billboard Pop Songs"-ის ათეულს კარლა რეი ჯეპსენი ლიდერობს★
Billboard-ის სიმღერების ჩარტში ლიდერების ცვლილებაა. რეიტინგში პირველ ადგილზეა კანადელი მომღერალი კარლა რეი ჯეპსენი ჰიტით „Call Me Maybe". მეორე პოზიციაზეა Gotye და Kimbra კომპოზიციით „Somebody That I Used To Know". სამეულშია Maroon 5-ის სიმღერა „Payphone", რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღო რეპერმა ვიზ ხალიფამ. Pop Songs-ის Top-10-შია რიანა სიმღერა „Where Have You Been".
„Billboard Pop Songs" TOP-10 :
1. Carly Rae Jepsen – Call Me Maybe;
2. Gotye feat. Kimbra – Somebody That I Used To Know;
3. Maroon 5 feat. Wiz Khalifa – Payphone;
4. One Direction – What Makes You Beautiful;
5. Nicki Minaj – Starships;
6. Fun. feat. Janelle Monae – We Are Young;
7. Flo Rida feat. Sia – Wild Ones;
8. Rihanna – Where Have You Been;
9. The Wanted – Glad You Came;
10. Justin Bieber – Boyfriend
★უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი მამის დაქორწინებამ გააბრაზა★
მომღერალ უიტნი ჰიუსტონის 19 წლის ქალიშვილი, ბობი კრისტინა მამის, მომღერალ ბობი ბრაუნის დაქორწინებამ გააღიზიანა. ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე, ბობი ბრაუნი თავის მენეჯერზე, ალისია ეტერიჯიზე დაქორწინდა. მაშინ, როდესაც წყვილი პომპეზურ ქორწილს ჰავაიში იხდიდა, კრისტინა ნიუ-იორკში იყო. ის მამის ნაჩქარევი ქორწილის გამო განაწყენდა. ბრაუნმა ქორწილის ამსახველი ფოტოებიც კი გაავრცელა. ბობი ბრაუნი და უიტნი ჰიუსტონი 1992 წელს დაქორწინდნენ და 2007 წელს გაიყარნენ. მათ ერთმანეთი Soul Train Music Awards-ის შოუზე გაიცნეს. 48 წლის უიტნი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს. ჰიუსტონის ოჯახი ბობი ბრაუნს მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებდა. ჰიუსტონის დედის თქმით, სწორედ ბობიმ დააჩვია ჰიუსტონი სმას.
★ინტერნეტში ”ბოროტი დედოფლის” - ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტო გავრცელდა★
შარლიზ ტერონისა და ჯულია რობერტსის შემდეგ, ბოროტი დედოფლის როლი მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ მოირგო. ვარსკვლავი ფილმ "მძინარე მზეთუნახავის" გადაღებებში მონაწილეობს. ინტერნეტში ბოროტი დედოფლის როლში ანჯელინას პირველი ფოტოები გავრცელდა. ცნობილია, რომ ფილმში პრინცესას როლს ელი ფენინგი შეასრულებს, ხოლო პრინცს ბრენტონ ტუეთსი განასახიერებს. ფილმზე კომპანია Disnay მუშაობს. ბოლო დროს ზღაპრებზე აგებულ ”ფენტეზის” ჟანრის ფილმებს ხშირად იღებენ. ცოტა ხნის წინ ეკრანებზე ფილმი " ფიფქია: გონების შურისძიება" და "ფიფქია და მონადირე" გამოვიდა. ორივე ფილმი წარმატებული იყო.
|