მსახიობი ტომ კრუზი ძალების მოსინჯვას შოუ-ბიზნესში აპირებს. დღემდე ტომის მუსიკალური გამოცდილება მუზიკლ Rock of Ages-ში თამაშით შემოიფარგლებოდა, სადაც ყველა სიმღერა თავად შეასრულა.
"ტომს არ უყვარს დუბლიორები. ის ყველაფერს თავად აკეთებს სახიფათო სცენების გადაღების და სიმღერის შემთხვევაშიც კი", - აცხადებს ტომის მეგობარი.
მსახიობის მეგობრების განცხადებით, ტომ კრუზი უკვე დიდი ხანია მღერის, თუმცა მხოლოდ ვიწრო წრისთვის. ახლა კი ტომი ალბომის ჩაწერას აპირებს.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ტომის ამ გადაწყვეტილებას მისი მეუღლე, ქეით ჰოლმსი უჭერს მხარს.
|