ბევრი ვიფიქრე რა დამედო და გადავწყვუტე ტესტი ჩამეტარებინა ჯერ ტესტი შეავსეთ და მერე ნახეთ პასუხები
1. წარმოიდგინე, რომ შენი შეყვარებული ვიღაცას ტელეფონით ესაუბრება ნახევარი საათის განმავლობაში და შენ ყურადღებას არ გაქცევს. როგორი რეაქცია გექნება? ა) 5 წუთის შემდეგ შევაწყვეტინებ საუბარს(10 ქულა) ბ) როცა დაასრულებს, ვკითხავ ვინ იყო(5 ქულა) გ) არანაირ ყურედღებას არ მივაქცევ(0 ქულა)
2. ვთქვათ ერთად სეირნობთ და მასთან ვიღაც სიმპათიური გოგონა (ბიჭი) მივიდა, აკოცა, მოიკითხა და წასვლას აღარ აპირებს სკანდალს მოაწყობ? ა) არა, იქნებ ნათესავია ვინმე(0 ქულა) ბ) იქვე გავარკვევ მის ვინაობას(5 ქულა) გ) რა თქმა უნდა, მოვაწყობ, ან სულაც მივატოვებ და წამოვალ(10 ქულა)
3. კითხულობ თუ არა -ებს მის თელეფონში როცა ამის საშუალება გეძლევა? ა) თუ რაიმე ეჭვი მაქვს, კი(5 ქულა) ბ) არა, ეს საულმდაბლობაა(0 ქულა) გ) კი, ჯობს ყველაფერი ვიცოდე(10 ქულა)
4. ვთქვათ მისი ღალატის უტყუარი მტკიცებულება გაქვს. როგორ მოიქცევი? ა) გულახდილად დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევთ(0 ქულა) ბ) საშინელ სცენას მოვუწყობ(5 ქულა) გ) მისი ცხოვრებიდან ისე გავქრები, არაფერს ავუხსნი(10 ქულა)
5. თუ ის საუბრისას ხშირად იხსენებს ყოფილ შეყვარებულს ეს განერვიულებს? ა) რა თქმა უნდა, ამის ნებას არ მივცემ(10 ქულა) ბ) წარსული არ მაინტერესებს(0 ქულა) გ) გავარკვევ ვისთან ჰქონდა ადრე რომანი(5 ქულა)
ტესტის შედეგები: 0-15 ქულა - შენს შეყვარებულს ენდობი და არცკი გინდა ღალატზე ფიქრი. საკუთარი თავის ფასი არ იცი და დარწმუნებული ხარ, რომ უკეტეს ვერ იპოვი. ეს კარგია, მაგრამ შენს რჩეულს შეიძლება მოეჩვენო, რომ მის მიმართ ცოტა გულგრილი ხარ.
20-30 ქულა - სისულელის გამო სკანდალს არ წამოიწყებ. თუ საფუძვლიანი ეჭვი გაქვს, მოსთხოვ კიდეც აგიხსნან რა ხდება
35-50 ქულა - ძალიან ჭკვიანი ხარ. ეტყობა მას ძალიან უყვარხარ თუკი შენს ასეთ ეჭვიანობას იტანს. შეეცადე წინასწარვე ცუდზე არ იფიქრო. თუ პაემანზე იგვიანებს, იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვინმესთან გღალატობს.
ადვილი ტესტია
|