ტეილორ სვიფტი კანადური Elle-ს დეკემბრის ნომრისთვის
22 წლის ქანთრი მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა კანადური „Elle”-ს ქოვერი დაამშვენა. მან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, გარდა ამისა, ჟურნალისტებთან თავის ახალ ალბომზე „Red” და სიყვარულზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან და ფოტოებს ფოტოსესიიდან. „სიმღერების უმეტესობა უწესრიგო ურთიერთობებზეა, რომლებიც მოულოდნელად გადამხდა გასულ წლებში - არცერთი მათგანი არ იყო ნორმალური. ის იყო ყოველთვის უბრალოდ საოცარად კარგი და საოცრად საშინელი ან დამაბნეველი ან წარმოუდგენელი და ამაღელვებელი, მშვენიერი, ბრწყინვალე, მაგიური ან საზარელი. არაფერი შუალედური". ამბობს ტეილორი ინტერვიუში.
ს ცდილობს იცხოვროს „ნორმალური" ცხოვრებით. „მე ყოველთვის ვაანალიზებ ყველაფერს, ვფიქრობ რას დაემსგავსება ჩემი ცხოვერბა ეს თუ რეალურად მოხდება"-ამბობს ის. „მე არ ვფიქრობ, რომ მინდა კვლავ იგივე პიროვნება ვიყო. მე ვუყურებ ყველაფერ ამას, როგორც ნამდვილს ჰოლივუდის ისტორიას, და როგორც ჩანს უამრავი ადამიანი ვერ იცხოვერბს ისე, როგორც მათ ერთ დროს სურდათ". თუმცა, ტეილორმა მოახერხა და დარჩა რეალისტი, მან მოუტანა საუკეთესო რაღაცემი თავისი ძველი ცხოვრებიდან ახალ ცხოვრებას. „როცა შენ შეგიძლია უბრალოდ კვლავ დაურეკო შენს საუკეთესო მეგობარს, რომელიც გყავდა „ჰაი სქულში" და ესაუბრო იგივე თემებზე, რომლებსაც იყენებდით , როცა იცი რომ ის კარგადაა" ის განმარტავს. "ბევრი ჩემი მეგობარი ახლა სტილისტი ან მსახიობია"- ის აღიარებს.
„მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვრჩებით საუბარს. ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ ჩვენს ცხოვრებაზე, გრძნობებზე, ურთიერთობებზე და ეს ყველაფერი გამუდმებით გრძელდება, არასდროს მთავრდება, მინი-დრამები ყოველდღიურად ხდება". სიყვარულზე და ურთიერთობებზე საუბრისას ახალგაზრდა მომღერალი არ მალავს, რომ მას აქვს უამრავი გამონათქვამი და როდესაც ფიქრობს ბიჭს დაშორდეს თუ არა, საკუთარ თავს მარტივად ეკითხება „გინდა მეტი თუ არა?".
|