მოკლედ, მე ნუ მიბრაზდებით!! მთელი ამ დროის განმავლობაში ათასჯერ დავდე არცერთხელ არ ამიმოწმეს... მერე წესებიც გადვიკითხე და ყველაფერი სწორად იყო... სხვათა შორის ამ ტექსტსაც მგონი მეხუთედ ვწერ... იმედია ამ ერთხელ მაინც დამიმოწმებთ...!!
_______________________________________________________________________________ მე ალექსანდრა ველენთაინი ვარ, მაგრამ შემოკლებით ყველა ალექსს მეძახის. 17 წლის ვარ. ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში.
მყავს 2 წლით უფროსი და, ნინა.
3 წლის ვიყავი დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მას კრისტენი ერქვა. მამაჩემს ბილი ჰქვია. დღეს მამასთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს 2 საუკეთესო მეგობარი: ლოლა და ნიკოლი. მე მათაც ჩემს ოჯახად ვთვლი, რადგან მე მათთან ძალიან ახლოს ვარ და ერთმანეთისგან დასამალი არაფერი გვაქვს! მუდმივად ერთად ვართ, მით უმეტეს, რომ ერთ კლასში ვართ...
ეს ლოლაა:
ეს კი ნიკოლი: ყოველ დილით ნიკოლი გვივლის ხოლმე და სკოლაში მისი მანქანით მივდივართ, შოპინგზე ლოლას მანქანით და რესტორანში, ბარში და კლუბებში ჩემი მანქანა გვემსახურება...:)) ამ დილითაც გამოგვიარა ნიკოლმა და სკოლაში წავედით. სკოლაში აყალ-მაყალი დაგვხვდა...მთელი სკოლის 10-11-12 კლასელები იყვნენ მთავარ კარიდორში შეკრებილი. ლოლა: რა ხდება?!? ალექსი: არც ვიცოდი ამ სკოლაში ამდენი ბავშვი თუ სწავლობდა! ნიკოლი: და როგორ ეტევიან?!? :დ ლოლა: წამო ვიკითხოთ. ჩვენ ერთ გოგოსთან მივედით. ნიკოლი:ეი, არ იცი აქ რა ხდება? - რა გაგებით? ალექსი: იმ გაგებით, რომ ნახევარი სკოლა ერთ ჰოლშია, როცა ზარი 10 წუთის წინ დაირეკა და ჩვენი დაგვიანება ვერავინ შეამჩნია! - აა...-და გაჩუმდა.
ლოლა: გვეტყვი რა ხდება? - კი.- და შეტრიალდა. ნიკოლი: მაშინ გვითხარი! - ამერიკის სკოლიდან არის ვიღაც კაცი ჩამოსული. გამოცდას ატარებს ინგლისურში. 3 ჩვენგანი, რომელიც ყველაზე კარგად ჩააბარებს ამერიკაში გაუშვებენ სასწავლებლად! ლოლა: რა მაგარია! ნიკოლი: ვაიმე უნდა ჩავეწერო! ალექსი: სულ მინდოდა ამერიკაში გაფრენა! ნიკოლი: წამოდი ჩავეწეროთ! ჩვენ ჩავეწერეთ. გამოცდა უკვე ხვალ იმართებოდა. სამაგიეროდ დღეს სასწავლო დღე უქმდება, რომ მომზადება მოვასწროთ! მე ნინა დავინახე. ალექსი: ნიიინ! ნინა: ეი სად ხარ ამდენ ხანს?!? დაიგვიანე! ალექსი: სამაგიეროდ ვერავინ შეამჩნია! ჩაეწერე?? ნინა: კი, აბა?!? ლოლა: მოიცა, შენ რატომ ხარ სკოლაში?!? წინა წელს არ უნდა დაგემთავრებინა?!? ნინა: 7 წლის შევედი სკოლაში! ნიკოლი: რატომ? ნინა: მამას უნდოდა რომ ერთ კლასში ვყოფილიყავით მე და ალექსი, მაგრამ 8 წლის I კლასში აღარ ჩაგაბარებინებდნენ და მაგიტომ 7 წლის შევედი. ლოლა; ნიკოლი: ააა... ალექსი: ეი, აქ რატომ ვართ?!? მთელი დღე თავისუფლები ვართ!!! ნინა: არა, არ ვართ! სამეცადინო გვაქვს ხვალისთვის! ალექსი: შენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაფერი მახსოვს! ვნახოთ?!? ლოლა, მიდი! ლოლა: რას ნიშნავს "responsible"? ალექსი: საპასუხისმგებლოს! ლოლა: რას ნიშნავს "I'm ready for 2morrow"? ლექსი: მე მზად ვარ ხვალისთვის! - და ნინას გავხედე. ნინა: კარგი, ხო! ჩვენ ჩემთან ავედით სახლში. ალექსი: მაა, მოვედიით! ნინა: მაა, სად ხარ?!? ბილი: სამზარეულოშიი! - გვერძე ოთახიდან გამოგვძახა.- ლოლა და ნიკოლი ამოვიდნენ! რა უჩვეულოა! ნინა: ძალიან! ლოლა: როგორ ხართ? ბილი: კარგად, შენ ლოლა? ლოლა: მეც.-აშკარად ეტყობოდა თაფლავდა. :)) მამა ტორტს აკეთებდა და ალბათ მოუნდა...:)) ალექსი: სულელოო!! წამო ჩემთან ავიდეთ! ნიკოლი: OK... ნინა: მე ისევ უნდა წავიდე! ალექსი: საით?? ნინა: რესტორანში. ალექსი: ისევ იმ მახინჯმა დაგპატიჟაა?? ნინა: ჰო, და ჯეიმსი მახინჯი არაა! ალექსი სულ არა! :დდ ჩემს ოთახში: ალექსი: სადმე წავიდეთ რაა!! მოვიწყინეე!! ლოლა: სად? ნიკოლი: ბარში? ალექსი: არაა...კლუბში? ლოლა: კლუბი აღარ მიხსენო! არ გახსოვს წინა წასვლაზე რეები ვქენი?!? ალექსი: რა დამავიწყებს იმ იდიოტურ ცეკვებს და ვისკით წუწაობას! :დდ ნიკოლი: ლოლა მართალია...ჯობია სადმე სხვაგან... ალექსი: მაგრამ სსაააადდდ?!? ლოლა: შოპინგზე? ალექსი: ისე კარგი აზრია...ვინტაჟი ვიყიდოთ. ნიკოლი: OK, წავიდეთ. ჩვენ ლოლას სახლში გადავედით(მეზობლები ვიყავით) და მისი მანქანით წავედით შოპინგზე. :)) აღარც მახსოვს რამდენი "საათი" ვიყავით წასულები...:დდ სახლში საღამოს 6-ზე მოვედით და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედით. ლოლა: როგორ დავიღალეე...!! ნიკოლი: აბაა...გეხვეწებით, არ გახსოვთ რმდენი მაღაზია გავიარეთ?? ალექსი: 27-ს მერე სათვალავი ამერია... ლოლა: კარგი წავალ აბა მე სახლში... ნიკოლი: მეც...დავისვენებ! ალექსი: OK, მიდით... გოგოები წავიდნენ... მეორე დილას ნინამ გავაღვიძა...დღეს გამოცდა გვქონდა...ასეთ მნიშვნელოვან დღეს მხოლოდ 29 წუთი და 59 წამი ვარჩევდი ტანსაცმელს ნახევარი საათის მაგივრად! :დდ ბოლოს ეს ავარჩიე: ტესტამდე დიდი არაფერი მომხდარა...მაგრამ კითხვები ბევრად რთული იყო, ვიდრე მეგონა!! 5-ს პასუხი ინტუიციით გავეცი, სულ 20 კითხვა იყო...დიდი დაძაბულობის და სიჩუმის შემდეგ დაირეკა ზარი და ყველამ ჩავაბარეთ ჩვენ-ჩვენი ტესტები...პასუხები 1 კვირაში იქნებოდა.. .მთელი კვირა მხოლოდ ამ გამოცდაზე ლაპარაკობდა მთელი სკოლა! ამ ერთმა კვირამ ისე განვლო, ვერც კი შევამჩნიე!! და აი დადგა ის დღეც...როგორც იქნა პასუხებს აცხადებენ... ის ამერიკელიც მოვიდა. ლესლი (ამერიკელი): მაპატიეთ, რომ გალოდინეთ!! მე ამ წუთას ხელში მიჭირავს კონვერტი, რომელზეც წერია იმ სამი ადამიანის სახელი, რომელიც 1 კვირაში გაფრინდება ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად!! მაგრამ სანამ მე ამ კონვერტს გავხსნი, და გამარჯვებულის სახელს დავასახელებ, მინდა იცოდეთ, რომ ამ სამეულში მოხვედრა ძალიან რთულია და ამერიკაში სწავლის შანსი ერთი მილიონზეა! მინდა გაცნობოთ, რომ ამ შეჯიბრში არ არსებობს წაგებული! არის მხოლოდ გამარჯვებული, და ის, ვისაც გადაეცემა ნოუთბუქი APPLE -სგან. მაშ ასე, ამ კონკურსის გამარჯვებულია... _________________________________________________________________________ აუცილებლად დააკომენტარეთ... თუ შესაქებია, შეაქეთ; თუ გასალანძღი-გალანძღეთ! ჩემთვის მთავარია შემიფასოთ...თუ არ მოოგწონთ ისიც დაწერეთ, და მიაყოლეთ რატომ...მომავალში აუცილებლად ვეცდები გამოვასწორო...:**
|