ორშაბათი, 2024-04-29, 0:40 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 8 » თქვენი ჰოროსკოპის სრული დახასიათება
4:07 PM
თქვენი ჰოროსკოპის სრული დახასიათება

ვერძი

საერთო დახასითება

21 მარტი – 20 აპრილი

1 ძირითადი ნიშანი

ზოდიაქოს 1 ნიშანი

ცეცხლის 1 ნიშანი

მმართველი პლანეტა მარსი.

ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა რიცხვი, რაც 9-ზე იყოფა

ასტროლოგიური სიმბოლო: ვერძი

ასტროლოგიური ფერები: ჟოლოსფერი, წითელი, ოქრო–ყვითელი და ყველა ელვარე ფერი.

ასტროლოგიური თვალები: ალმასი, აქვამარინი, ამეთვისტო.

ვერძი მართავს ჰოროსკოპის პირველ სახლს.


მარსი, ვერძის მმართველი პლანეტა, აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.

ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პრიველობას ცდილობენ. ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.

ვერძის სიმბოლო – რქაგადაგრეხილი ცხოველია, რომელიც ყველაფერზე თავის დასარტყმელად იწევს, და ყველამ, ვისაც ვერძთან გვქონია საქმე, ვიცით, რომ ისინი ჯიქიურ მიდიან მიზნისაკენ.

ვერძი ასევე ზოდიაქოს პრიველი ცეცხლოვანი ნიშანია, ეს კი აძლიერებს მის აქტივობას. მარსი, მმართველი პლანეტა, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ამ ხალხზე, თვითდაჯერებასა და გამბედაობას ანიჭებს. მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ღრიანკალისგან – განსხვავებით, ვერძი მებრძოლია, დაუოკებელი და შერკინებისაკენ მსწრაფი, თუნდაც საამისო გამოცდილება აკლდეს. ვერძის პიროვნებაში გარკვეული ჭაბუკური მიამიტობაც არის, რასაც ბევრი გაწბილება მოსდევს. მათ ყველაფრის ერთბაშად დაუფლება სურთ, ამიტომ ისინი ხშირად უფრო ადრე იწყებენ კარიერის შექმნას, ვიდრე ნამდვილ ადგილს იპოვიან ცხოვრებაში. ისინი ნაკლებ მხურვალე და სულსწრაფი ხალხის რჩევას საჭიროებენ, არიან იდეალისტები და რომანტიკოსები. სამწუხაროდ, ვერძი ადვილად ივიწებს ცხოვრების გაკვეთილებს და ხშირად მარცხისა და შეურაცხყოფის შემდეგად ისეთივე მიმნდობი რჩება. იგი წარმატებას აღწევს პროფესიებში (გასნაკუთრებით თეატრში), როცა ყურადღების ცენტრშია და ირგვლივ აღტაცებული ხალხი ახვევია. ამ ნიშნით ბევრი კინოვარსკვლავია დაბადებული. ვერძს ასევე ემარჯვება ვაჭრობა, დაზღვევის საქმე, ბინის მოწყობა და მორთვა, ყოველგვარი საქმინაობა, სადაც კლიენტთან უშუალო კონტაქტი აქვს. ამ ნიშნის ხალხი ბევრ სფეროში პრიველაღმომჩენი იყო. მათშია აუხსნელი ორიგინალობა, რომელსაც ყოველთვის წარმატება მოაქვს. ისინი ძალზე ექსტრავაგანტურები არიან. ვერძი ღრმა და ბრძნული ნიშანი არ არის, მაგრამ გულწრფელი და ლოიალური კი არის. ახალგაზრდა მამაკაცები ადვილად ერთვებიან ჩხუბში, ახალგარზრდა ქალები ასევე ადვილდ ამჟღავნებენ მსაგვს ძალას და შეუპოვრობას კამათში და მუშაობაში ესწრაფვიან უფრო მაღალ ადგილს. ვერძს უყვარს თავისი დამოუკიდებლობა.

განმასხვავებელი ნიშანია მათი უნარი – სხვებზე შორს წავიდნენ (გვერდი აუარონ ზოგიერთ რამეებს). წყენას და გაჯავრებას ისინი სწრაფად ივიწყებენ. საქმეში და სიყვარულში უარყოფის შემდეგაც ისნი იშვიათად კარგავენ დროს ფიქრზე და სწრაფად ცდილობენ სხვა ადგილზე მოეწყონ. ვერძს უყვარს ქეიფი და თვითონაც ხშირად აწყობს წვეულებებს. ჩვეულებრივ კარგი მასპინძელია, მაგრამ თუ იგრძნო, რომ შუფერბელია მისი მასპონძლობა, აუცილებლად მეგობარს სთხოვს, მისი ადგილი დაიკავოს, თვითონ კი თვალყურს ადევნებს, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს.

კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.

შემოქმედება და კარიერა

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ნამდვილად ბედნიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთ საქმეს პოულობენ, რომელსაც გულს უდებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მაღალი წრის მძაფრი გასართობები ან სპორტი. პლანეტა მარსის დამანგრეველი ძალა, რომელსაც წარმართავს ეს ნიშანი, წინ ეღობება ადამიანში მქონე შესაძლებლობების შესრულებას. ის მუდამ ეძებს ახალ საქმიანობას, დიდი ხნის დავიწყებული და თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილი ძველის ნაცვლად. შემოქმედებითი აღმაფრენა დროგამოშვებით ეუფლება, არცთუ იშვიათი დეპრესიისა და უსაქმურობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ოთახში მუდამ უწესრიგოდ ყრია დაუმთავრებელი სურათების ესკიზები, დაწყებული ნახატები, ქანდაკებათა ჩონჩხები, ხელნაწერების ნაფლეთები. მას არ შეუძლია აიძულოს თავი დაუბრუნდეს ძველს და დაამთავროს დაწყებული საქმე, რადგან მისთვის იგი უკვე წარსულის ნაწილია. სამუშაოს დამთავრებას ხელს უშლის მისი სიყვარული მაღალი წრის ცხოვრებისა და გართობისადმი. ტყუილად არ ურჩევენ ასტროლოგები ვერძის შვილებს, იმუშაონ ჯგუფში, კოლექტივში და წინასწარ ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რომელ საქმიანობას უნდა მისცეს უპირატესობა მოცემულ მომენტში.

ამ ადამიანის საქმიანობის დიაპაზონი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია. მათ შორის წარმატებულია კოსმეტიკის სპეციალისტი და ქირურგი-კარდეოლოგი. ვერძის შვილებს შეუძლიათ ერთნაირად იოლად აითვისონ კბილის ექიმისა და კინოპროდიუსერის პროფესია, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, მათთვის ყველაზე მთავარია – მოწოდება, ოფიციალური წარმატება, პოპულარობა და ნებისმიერი პროფესიის ათვისების შემდეგ ისინი ისწრაფვიან, ბოლოს და ბოლოს გახდნენ სახელგანთქმულები.

კურო

საერთო დახასიათება

21 აპრილი – 20 მაისი.

ზოდიაქოს 2 ნიშანი.

მიწის 1 ნიშანი.

მმართველი პლანეტა – ვენერა.

ბედნიერი რიცხვი – 6 და ყველა რაც 6–ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო – ხარი.

ასტროლოგიური ფერები: ყველა საგაზაფხულო ფერი: ლიმონის ფერი, თეთრი, მწვანე და იასამნისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ბრილიანტი, ოპალი, მთვარის ქვა.

კურო მართავს ჰოროსკოპის მე–2 სახლს.

კუროს მმართველი პლანეტა – ვენერა – მასზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან ურთიერთობაში ვენერა ნაკლებ რთულია და პრეტენზიული, ადვილად იცილებს ყველივეს არამიწიერსა და ინტელექტუალურს და მიწაზე ეშვება. ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს" უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის.

კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს" ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ.

არის ერთი საბავშვო ზღაპარი – „ხარი ფერდინანდი", რომელიც კუროს ხასიათის რბილ ნიშნებს გვიჩვენებს. სახარე მოზვერს არენაზე ბრძოლას ასწავლიდნენ, მაგრამ პრიველ ასპარეზობაზე გამოსვლის დროს ყვავილი შენიშნა და, მატადორზე თავდასხმის ნაცვლად უკანა ფეხებზე ჩაჯდა და ყვავილს ყნოსვა დაუწყო. სურნელით თავბრუდასხმული ზედაც არ უყურებდა გახელებულ მატადორს და აღელვებულ ბრბოს. ეს გახლავთ კურო, სილამაზის დამფასებელი.

კურთა უმეტესობას იტაცებს ხელოვნება, მუსიკა, მაგრამ, პირველ რიგში, მათ ადამიანის სხეულის სილამაზე ხიბლავთ. კურო ჩვეულებრივ ვნებიანი საყვარელია. ასტროლოგები ხშირად აცხადებენ, რომ კუროს მოპირდაპირე ნიშანი – ღრიანკალი – გაუმაძღარი პარტნიორია, მაგრამ, ჩემი აზრით, კურო ღრიანკალს აჭარბებს გაუმაძღრობით სქესობრივი აქტის დროს. ძირითადი განსხვავება მათ შროის იმაშია, რომ ინტელექტი ღრიანკალს ხშირად აიძულებს დაივიწყოს სქესობრივი ლტოლვა, რათა სხვა სფეროებში წარმატებებს მიაღწიოს. მაგრამ კუროს ისეთი ფიზიკური ძალა გააჩნია, რომ სქესობრივი აქტი თავისებური დამამშვიდებელია.

კურო მართავს ჰოროსკოპის მეორე სახლს, რომელსაც ხშირად ფულის სახლს ეძახიან, კურო მეტისმეტად მატერიალისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს, მაგრამ პატივმოყვარე თხის რქას არა ჰგავს – იგი (კურო) დღევანდელი დღით ცხოვრობს.

კურო კომფორტის მონაა. მისი სახლი თანამედროვე დანადგარებით არის მოწყობილი, რაც მას და მის საყვარელ ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს, კურომ ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყიდვის დროს ისინი ფუფუნების საგნისაგან მისაღები სიამოვნების კოეფიციენტს ზომავენ.

ვენერას, კუროს პლანეტას, ხშირად ნაკლებად იღბლიანს ეძახიან, მაგრამ ეს „ნაკლებად" უფრო იღბლიან იუპიტერთან შედარებით ითქმის, მაგრამ ვენერაც არ არის კუროს ცუდი შემწე. მას მოაქვს ბედნიერება და წარმატება. ის მატებს კუროს მიმზიდველობას მეგობრებისა და საყვარლების თვალში, ანიჭებს მომხიბვლელობას, რომელიც მისკენ მთელ ქვეყანას იზიდავს.

რადგან კურო არც ისე ინტელექტუალური ნიშანია, ვენერას გავლენით მას თვითკმაყოფილებისკენ – სხვა სიტყვებით, სიზარმაცისკენ მიდრეკილება გამოუმუშავდება. ის ხშირად ამბობს: „ვიცი, ყველაფერს მივაღწევ, ნამდვილად თუ მოვინდომებ, მაგრამ რაზე გავისარჯო?" ეს ტრაბახი არ არის, კუროს მართალც ყველაფერის მიღწევა შეუძლია, რასაც მოინდომებს, მაგრამ ხშირად იგი თავის შესაძლებლოებს სჯერდება და სხვა მიზნებს აღარ ისახავს. ეს თვისება მისი გრძნობების დემონსტრაციულობის უქონლობაშიც ჩანს. კუროს არ ჩვევია მაამებლური კომპლიმენტების თქმა. კურო ხშირად პოეტურ მიმართვებს (პოეტური გრძნობები გააჩნია, მაგრა მათი გამოჩენა რცხვენია) ძვრიფასი საჩუქრებით ცვლის. თუმცა მისი საყვარლები მადლობლები არიან, მაგრამ კურომ უნდა სცადოს თავისი გრძნობები უფრო თვალსაჩინოდ გამოხატოს.

კუროს დიდი სასიცოცხლო ძალები აქვს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს მას პრაქტიკულ საქმეებზე. კურო, „ქვეყნის მარილი" ყოველ ძალღონის დახარჯვაზე ფულად ანაზღაურებას ელის. საერთოდ, მიზნის მისაღწევად მის მიერ გაწეული ყოველი ღონისძიება უნდა დაჯილდოვდეს, თორემ კურო განაწყენდება, საქმის ინტერესს დაკარგავს. ვერაფერი შეუშლის ხელს დაწყებული საქმის დამთავრებაში. სინამდვილეში, სიჯიუტე სერიოზული ნაკლია, რომელიც კუროს კარიერას საფრთხეს უქმნის.

კუროს უჭირს სხვების გაგება, მაგრამ, საერთოდ, კურო დადებითი ნიშანია. იგი გულითადია, თუმცა ცოტა მოსაწყენიც თავდაჭერილობისა და სიტყვა – ძვირობის გამო. კურო ყელით იმართება. კუროთა უმეტესობა უმალ იმღერებს და სხვის სიმღერას მოუსმენს, ვიდრე ილაპარაკებს. ბევრი მსახიობი, ტელევიზიისა და რადიოს დიქტორი (კურო) წარმატებას აღწევს, რადგანაც მათ პროფესიას ძლიერი, სასიამოვნო ხმა სჭირდება. კურო მწვავე სქესობრივ აღგზნებას განიცდის აუდიტორიის წინაშე სიყვის თქმის დროს, რადგანაც ყელის ნერვული დაბოლოებები დაკავშირებულია სხეულის ქვედა ნაწილთან, მათ შორის სქესობრივი ორგანოების ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ამ პროფესიის ხალხი (კუროს ნიშნიანები) ხშირად აღიარებენ, რომ საჯარო გამოსვლის წინ სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა ხმა სექსუალური დაძაბვისაგან თავისუფალი იყოს.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კუროს პიროვნება თანაბარ, თანმიმდევრულ დონეზე მოქმედებს, მაგრამ გახსოვდეთ: ნუ ეცდებით კურო თავისი ბილიკიდან გადააცდინოთ, თორემ მის შედეგებს იგემებთ.

ტყუპები

საერთო დახასიათება

21 მაისი – 20 ივნისი

ზოდიაქოს 3 ნიშანი

ჰაერის 1 ნიშანი.

1 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – მერკური.

ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა

ასტროლოგიური სიმბოლო: ყტუპები.

ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.

მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.

მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით" მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.

მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი" ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.

მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.

დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ, შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.

მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება.

დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.

ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული" პიროვნების კლასიკური ტიპი.

კირჩხიბი

საერთო დახასიათება

21 ივნისი - 22 ივლისი

ზოდიაქოს 4 ნიშანი.

წყლის 1 ნიშანი.

მეორე ძირითადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა – მთვარე.

ბედნიერი რიცხვი – 2 და ყველა რიცხვი, რომლებიც 2-ზე იყოფა.

ასრტოლოგიური სიმბოლო – კიბო.

ასტროლოგიური ფერები: ბაცი ლილისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ბარდის ფერი და ბაცი ნარინჯისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ოპალი, მთვარის ქვა, ბროლი.

კირჩხიბი განაგებს ჰოროსკოპის მეოთხე სახლს

მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.

კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს. მამაკაც – კირჩხიბს, გინდაც ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყოს, მაინც აქვს ქალისათვის დამახასიათებელი თვისებები. მამაკაცი კირჩხიბი სხვა ნიშნებზე ნაკლებ აგრესიულია სასიყვარულო ამბებში, მაგრამ მიამიტობის ისეთ მომხიბლავ ფასადს ქმნის, რომ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმას აკისრებინებს.

მაგრამ, შეცდომებით ეს ნიშანი სუსტი და გაუბედავი რომ არ გეგონოთ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კირჩხიბის ნიშნით არის გაჩენილი, ასევე – ნიუ–იორკი, სადაც არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი „ნიუ–იორკი". კირჩხიბსა და შეერთებულ შტატებს შორის პარალელს თუ გავავლებთ, დავინახავთ, რომ მას შეუძლია ფული კონტროლის საშუალებად გამოიყენოს, ამერიკას ხომ ფინანსური კავშირი აქვს ყველა ქვეყანასთან.

კრიჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. იგი ჰოროსკოპის მეოთხე სახლს განაგებს, ამიტომ სახლი და მისი მოწყობილობა ძალიან დიდად უღირს მას. კირჩხიბის ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი ჯერ ბაზას მოიპოვებს, შემდეგ უხიფათოდ იმოქმედებს. კიბო კუჭით მართავს, ამიტომაა ნიუ–იორკში ამდენი კაფე და რესტორანი, შეერთებულ შტატებში ასვე უხვად კეთდება სახლისა და სამზარეულოსათვის საჭირო მრავალნაირი მოწყობილობა. ნერვიული დაძაბულობის დროს კრიჩხიბი უხალისოდ ჭამს.

კირჩხიბი ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს თავის შინაგან „მეს" სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც, თუნდაც თავის თავში დარწმუნებული იყოს.

კირჩხიბი ძალიან ღრმა ნიშანია. ამ ნიშნის ხალხი სიბერემდე ინარჩუნებენ ჭაბუკურ შეხედულებას. ამ ნიშნის მამაკაცები სხვა ნიშნებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ დედების გვერდით.

კირჩხიბს სჭირდება იმ ადამიანების კეთილგონიერება, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს. იგი ვერ იტანს მკაცრ ლაპარაკს და მკაცრ კრიტიკას დამსახურებული ინება იგი თუ –არა.

იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბს შინაურობა უყვარს, მოგზაურობაც ძალიან იტაცებს, განსაკუთრებით ზღვაზე მოგზაურობა. კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.

კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.

დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა. ისინი რომანტიკულები არიან და თავგანწირვაც შეუძლიათ. თავიანთი სიმბოლოს – კიბოს მსგავსად, მათ კიბოს ჯავშანივით უნდა გაამაგრონ თავიანთი ადვილად მოწყალე გული. თავდაცვის ინსტიქტის წყალობით კირჩხიბს ფინანსურად გენიალური შესაძლებლობები გააჩნია.

ლომი

საერთო დახასიათება

23 ივლისი – 22 აგვისტო

ზოდიაქოს 2 ნიშანი

ცეცხლის 2 ნიშანი

მმართველი პლანეტა: მზე

ბედნიერი რიცხვი 1 და 11

ასტროლოგიური სიმბოლო: ლომი.

ასტროლოგიური ფერები: ალისფერი, მოყვითალო, ყავისფერი, მეწამული და შავი.

ასტროლოგიური თვლები: ალმასი, ლალი, ტოპაზი.

ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს.

როდესაც ზეციური მეუფენი შეიკრიბნენ, რათა ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის თავიანთი ძღვენი ეწყალობებინათ, ლომის ნიშანთან მისვლის დროს, ეტყობა, საუკეთესო გუნებაზე გახლდნენ, ისე უხვად არის ეს ნიშანი მათგან დაჯილდოებული. მმართველი პლანეტად მზის მეტი რომ აღარაფერი გაემეტებინათ ლომისთვის, ესეც საკმარისი იქნებოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ ღმერთები მეტისმეტად მოწყალენი იყვნენ იმ დღეს; მათ აქციეს ლომი მუდმივ ნიშნად, მიანიჭეს მას სტაბილურობა და ამით გამოხატეს თავიანთი სურვილი, წარმატებისა და ძალაუფლების გზაზე დახმარებოდნენ ლომებს.

შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლის ნიშანი იქნება, ამით მისცეს მას ენერგიულობა, სითბო, გულითადობა. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ მართავს ჰოროსკოპის მე–5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს. მაგრამ ერთი ღმერთი უკმაყოფილო იყო სხვების. მიაჩნდა, რომ ისინი ლომს აფუჭებენ – ეგებ აგვისტოს ხვატმა გააღიზიანოს გიგი! მან დაწყევლა ლომი; ისეთი ნაკლი დააკვება, რომელიც სხვა ღმერთბის მიერ მიძვნილი უპირატესობების გამოყენებაში უშლის ხელს. ეს ნაკლია – უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. იმავე ღმერთმა იმასაც მიაღწია, რომ ლომის ნიშნის მუდმივობა სიჯიუტეს მიახლოვებოდა. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომი თავისი მაღალი ღირსებებიდან იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ თავის პატივმოყვარეობას მოთოკავს და თავმდაბლობასა და მორჩილებას გამოიჩენს, ეს კი ყელაზე ძნელი გამოცდაა ლომისთვის.

მაგრამ ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს. ამ ნიშნის ადამინაები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართალც და ლომების უმეტესობა ზემდგომ, გაკონტროლებულ პოზიციებს ეტანება, მაგრამ მათ დემოკრატიული გზით უნდა გასწიონ კონტროლი, თორემ აუტანელ პატარა ნაპოლეონებად იქნევიან. დიახ, ბონაპარტე ლომის ნიშნით იყო დაბადებული. მუსოლინიც.

ლომის ნიშნის ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ.

მამაკაცი – ლომები თავიანთ სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედად ჩათვალონ. მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან.

განუვითარებელი ტიპის ქალებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდა თავის გასაღება. ამ მიზნით მძაფრ სუნამოებს ხმარობენ, რისკიანად, უგემოვნოდ იცვამენ და პირიქით, საწინააღმდეგო შედეგს აღწევენ.

ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობაში არცთუ ღრმანი არიან. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს.

როცა ლომი ახერხებს შეზღუდოს ბატონობის სურვილი, ტრაბახს მოუკლოს და ნება არ მისცეს თავსი უკიდურეს სიამაყეს, ყველაზე ამაღლდეს, იგი საუცხოო ხდება. ამ დროს მართლაც „მეფური ტიტულის" ღირსია. მას დიდი კეთილშობილება შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიულობას მიეჩვევა, ნახავს, რომ ხალხი ისედაც ყურადღების ცენტრში იყოლიებს მას. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს სცენიურობის ნიჭი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.

სანამ სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ არ ზრუნავენ იმაზე, სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ამ ცხოვრებისაგან.

(ისე,ცნობისათვის,მე ზოდიაქოთი ქალწული ვაარ...))

ქალწული

საერთო დახასიათება

23 აგვისტო - 23 სექტემბერი

ზოდიაქოს 2 ნიშანი.

2 ცვალებადი ნიშანი.

მმართველი პლანეტა: მერკური

ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა

ასტროლოგიური სიმბოლო: ქალწული.

ასტროლოგიური ფერები: თეთრი, ღია ცისფერი და მწვანე.

ასტროლოგიური თვლები: აქატი, იასპი, ზურმუხტი და ტოპაზი.

ქალწული განაგებს ჰოროსკოპის მე-6 სახლს.

მერკური, ღმერთების მარდი მსრბოლი, ქალწულსა და მარჩბივს(ტყუპებს) მართავს, მაგრამ ამ ორ ნიშანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ქალწული მიწის ნიშანია და მერკური ქალწულზე ზემოქმედებისას უფრო პრაქტიკულად იქცევა, ვიდრე მარჩბივზე, ჰაერის ნიშანზე მოქმედებისას. აქ იგი ქარაფშუტა და თავნებაა.

ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.

იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.

თავის კუზენების – საჰაერო ნიშნიანი მარჩბივისაგან განსხვავებით, ქალწული ადვილად როდი გამოდის მდგომარეობიდან. იგი ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილი. ქალწულის ნიშნის ადამიანთა უმეტესობა ძლიან დამოუკიდებელია. მათ სწამთ, რომ თავის ძალებში დაჯერება და თვითპატივისცემა აძლევს ადამიანს ბედნიერებას და გონებრივ სიმშვიდეს. მათ მოქმედებაში ინტელექტუალური ინტერესები ბატონობენ. მათი სამოთხე აზროვენების სფეროში, მის იდუმალებაში და მიღწევებშია.

ერთი სიტყვა არსებობს, ამ ნიშნის ხალხს ყველაზე უკეთ რომ ახასიათებს – უტილიტარისტი. მათთვის არ არსებობს მეტად ძნელი ამოცანა, არც მცირე და უმნიშვნელო დეტალები არსებობს.

ქალწული – დაბადებით კრიტიკოსია. და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ, სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეშია და გულს ტკენს ადამიანს. ამ ნიშნის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უსიამოვნო და ტკივილის მომნიჭებელი კრიტიკა იშვიათად აღწევს მიზანს. ისინი ძნელად თუ ვინმეს შეაქებენ, ზედმეტ ქებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე ძნელი მათთვის კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. ეტყობა, მოუხდებოდათ ვარდისფერი სათვალის გაკეთება, რათა ნაკლები ცინიზმით შეხედონ ქვეყანას, თორემ მათთვის მიზანთროპობაში გადავარდნის საფრთხე არსებობს.

რადგანაც ქალწული ასეთი მწვავე ანალიტიკური შესაძლებლობებით არის დაჯილდოებული, მას ხვებზე მეტი ბრძოლა მოუხდება, რათა მეტი ნათელი შემატოს თავის ხასიათს. ისინი ხშირად ხდებიან ოჯახის მონებად, უმნიშვნელ დეტალებს ემსხვერპლებიან, ხოლო მთავარს ვერ ამჩნევენ ხოლმე. თავიანთ ანალიტიკურ და კრიტიკულ უნარს თუ მოთოკავენ, ქალწულის ნიშნიანები უმაღლეს მწვერვალების მიღწევასაც შეძლებენ. მათგან გამოდიან ნიჭიერი ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დირექტორები. მთავარი საფრთხე, რომელიც წარმატების გზაზე გადაეღობება მათ, ის არის, რომ ცხოვრების სიამოვნებათაგან სიხარულის შეგრძნების უნარი შიძლება დაკარგონ. გულცივობისა და ულმობლობის საფრთხეც

ბავშვებო მაპატიეთ,სხვა ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება არ ამომიგდო "გუგლიში",მაგრამ აი ნახეთ ამაზე უკეთესი რაღაც მივაგენი..

ხასიათის თვისებები

ვერძი

დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული

უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული

ტყუპები

დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება

უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი

კირჩხიბი

დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური

უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია

ლომი

დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული

უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული

ქალწული

დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური

უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული

სასწორი

დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა

უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას

მორიელი

დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური

უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი

მშვილდოსანი

დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული

უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური

თხის რქა

დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი

უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე

მერწყული

დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი

უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

თევზები

დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის

უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის "ტყვედ”, ცხოვრებას უყურებს "ვარდისფერი სათვალით”.

აი ეს არის ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის მინდოდა მომეწონდებინა.

ბავშვებო, თავიდან ძალიან დიდი თემა მქონდა და იძულებული გავხდი რაღაც-რაღაცები ამომეკლოო.!კომენტარები არ დაიშუროთ რაა.. მაინრესებს როგორ მოოგეწონაათ..))

კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 1107 | დაამატა: DemSMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-04-08
- Fuck-Gomez მეც ლომი ვარ biggrin
DemSMiley არაუშავს აასეც საინტერესოა <3 :*))



2012-04-08
- მადლობაა ლიზააა... biggrin კიდე უფრო ბევრი და საინტერესო მქონდა, მაგრამ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე იძულებული გავხდი წამეშალაა:((



2012-04-08
- - მეეე ლომიი ვარრ დააააა ეჰჰ :დ 11 კი დაემთხვა რიცხვი მარა 1 არაა :დ:დ:დ:დ



2012-04-08
- ბლომდე წაკითხვა დამეზარა biggrin კარგია ყოჩაღ <3))



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 0:40 AM 
თქვენი IP: 3.145.23.123
თარიღი: 2024-04-29 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.