ბავშვობაში ყოველთვის მეგონა რომ როდესმე ჩემი თოჯინა დაილაპარაკებდა,თავისით გადაადგილდებოდა და საჭმელს შეჭამდა.თავისით ადგილდებდა რამოდენიმე ჩემი თოჯინა მაგრამ მე მინდოდა ისე გადაადგილებულიყო როგორც ადამიანი:დ.სუ განსხვავებული თოჯინები მყავდა ,ბებია მიგზავნიდა ხოლმე რაღაც საოცრებებს:დ, ყოველთვის მოსწონდათ ხოლმე ჩემი თოჯინები;დ,უამრავი ბარბი,დიდი და პატარა თოჯინები მყავდა..შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ სულაც არ არის სასაცილო.თოჯინები ხომ ყველა ბავშვის ცხოვრებაა?.სიმართლე გითხრათ მე ეხლაც ძალიან მიყვარს თოჯინები,არ ვთამაშობ მაგრამ მაინც.ისევ ისე მაქვს შენახული ჩემი თოჯინები როგორც რამოდენიმე წლის წინ როცა მათთან ერთად ვთამაშობდი.არაფერი არ მაქვს გაფუჭებული.არ ვიცი რატომ ვინახავ მაგრამ მინდა რომ ჩემი ბავშვობა არასდროს დამეკარგოს და მახსოვდეს როგორ მაქვს გატარებული დრო ჩემს თოჯინებთან ერთად,როგორ ვერთობოდი და როგორ ვუვლიდი შვილივით მათ. თუ დამივარდებოდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ნამდვილი ბავშვი დამივარდა;დ,საბანს ვაფარებდი ხოლმე არ შესცივდეს მეთქი. მახსოვს მე და ჩემი მეგობრებს ეზოში რომ დაგვყავდა თოჯინები და სუფთა ჰაერს ვაყლაპებდით:დ.ყველა მომენტი მკაფიოდ მახსოვს,თითქოს არაფერი,უბრალოდ გამოთლილი თუ გამოჭრილი თოჯინაა რომელსაც ლამაზი ტანსაცმელი აცვია,მაგრამ მაინც ყველა ბავშვობის ლამაზი მოგონებაა.
http://anniiiee.wordpress.com/2012/07/24/%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/