ესპანელი მხატვარი და სკულპტორი ალისა მარტინი წიგნების ჩანჩქერს ქმნის. ეს ერთგვარი ინსტალაციაა. პირველად ალისამ მსგავსი ინსტალაცია მადრიდში, Casa de America-ში გააკეთა.
მან ერთ-ერთი შენობის ფანჯარა აირჩია და მას მეტალის გვირაბის მსგავსი კარკასი მიაბა. შემდეგ კარკასი წიგნებით "შემოსა". ამ უცნაური ინსტალაციის დანახვისას, ადამიანს შეგრძნება უჩნდება, რომ შენობიდან წიგნების ნამდვილი ჩანჩქერი მოედინება.
”ამ ინსტალაციით იმის თქმა მინდოდა, რომ ლიტერატურა გრავიტაციას არ ექვემდებარება და რომ მისი მასშტაბები ძალიან დიდია. გარდა ამისა, წიგნებს ისეთივე ძალა აქვთ, როგორც სტიქიას, ხოლო ამ შემთხვევაში, როგორც წყალს”, - ამბობს ალისა.
სულ ალისამ წიგნების სამი ჩანჩქერი შექმნა, თითოეულ მათგანზე 5000-მდე წიგნი დაიხარჯა.
|