პარასკევი, 2024-05-10, 5:26 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 25 » წყალზე არეკლილი ქალაქები
7:51 PM
წყალზე არეკლილი ქალაქები
მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელიც ოკეანის, ტბის, ზღვის, ან მდინარის პირას მდებარეობს. ეს ქალაქები თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ წყლის ზედაპირზე არეკლილი შენობები მათ მეტ ბრწყინვალებას მატებს. ვებ-გვერდმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში 10 საუკეთესო წყალზე არეკლილი ქალაქის ნუსხა წარმოადგინა. 

ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ-იორკი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია შეერთებულ შტატებში. ქალაქის ფარგლებში 5 რაიონია. 

ტურისტებს აღაფრთოვანებს ცათამბჯენები, რომლებიც მრავლადაა ქალაქში. ქალაქი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ნიუ-იორკი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო შენობათა რაოდენობით. ქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობს.
უალა-ლუმპური, მალაიზია: კუალა-ლუმპური მალაიზიის დედაქალაქია და მდინარეების - კლანგისა და გომბაკის შესაერთთან მდებარეობს. ის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მალაიზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია. 

კუალა-ლუმპურში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტყუპი შენობებია. ამ ქალაქშია მსოფლიოში ცნობილი Petronas ტყუპი კოშკები, რომელიც მალაიზიის სიმბოლოს წარმოადგენს. 

ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები: ლოს-ანჯელესი მოსახლეობის მასშტაბის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ნიუ იორკის შემდეგ, რიგით მეორე ქალაქია. ლოს-ანჯელესი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული ცენტრია. ქალაქი მსოფლიოს გასართობი, კულტურული და მოდის ცენტრია. ლოს-ანჯელესი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზეა. უამრავ ადამიანს ხიბლავს ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების სწრაფი რიტმი და "ამერიკული ოცნების" ახდენის შესაძლებლობა. 
მადრიდი, ესპანეთი: ესპანეთის დედაქალაქი ევროკავშირის ქვეყნებში მესამე დიდი ქალაქია. 

გარდა ამისა, ევროპის ქალაქებში ის ყველაზე მეტად გამწვანებულია. ქალაქის ფართობი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი. 

ჰონგკონგი: მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრი. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციაში შედის. მას ყველაზე უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. ჰონგკონგში 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 

 
პერტი, დასავლეთ ავსტრალია: პერტი ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქია. მან მსოფლიოში "სინათლის ქალაქის" სახელი დაიმკვიდრა. ქალაქი მდინარე "გედის" ნაპირას მდებარეობს. 

მანილა, ფილიპინები: ქალაქი მანილას ყურის ნაპირზე მდებარეობს. ის ფილიპინებში რიგით მეორე ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 
სინგაპური: ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით. ის 63 კუნძულისგან შედგება. ქვეყნის ნახევარი გამწვანებულია. ტურისტები სინგაპურს სამოთხეს უწოდებენ და მისი სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. 

ვანკუვერი, კანადა: ვანკუვერი კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის სიდიდით მესამე ქალაქია კანადაში. 603 000 მოსახლით, ქალაქი კანადის ქალაქებს შორის მერვე პოზიციაზეა. ქალაქში არის მხატვრული ფილმების სტუდიები. მას "საცხოვრებლად ყველაზე ადვილად შესაგუებელი ქალაქის" ტიტული მიანიჭეს.
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 670 | დაამატა: T_miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-03-25
2. T_miley ( T_miley )  
- მადლობა Elizabeth♥ <3



2012-03-25
- კარგი სიახლეა:))



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:26 AM 
თქვენი IP: 18.118.227.69
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.