ყველას გაგვჩენია ალბათ კითხვა,რისთვის უნდა ვიცხოვროთ?რა უნდა ვაკეთოთ?..ვიცი რომ გაგიჩნდებოდათ:დდ..მეეც ბევრჯერ გაამჩენია..))..დაა სულ ამაზეე ვფიიქროობდიი))
ადამიანი იბადება და ამ ქვეყნიერებას ყოველ წამს შეისწავლის…მაგრამ მერწმუნეთ,არ არსებობს უმიზნო ადამიანი..ყველას რაღაც სურს,..ყველას აქვს ასე ვთქვათ ოცნება)). და მაინც, რისთვის უნდა დაისახო მიზანი?
ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია რომელთაც ვუყვარვართ,გვზრდიან და ჩვენზე ზრუნავენ..მათ ხომ უნდა ავუნაზღაუროთ სიყვარული?ჩვენ შეიძლება ოდესმე ცხოვრება მოგვბეზრდეს,ზდება ხოლმე..მაგრამ მერწმუნეთ,ეგოისტობაა როცა მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ და სხვას არ აქცევ ყურადღებას..ასეა დიახ,თუ ადამიანი თავს იკლავს,ესეიგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და იმ ადამიანების ტკივილზე აღარ ფიქრობს რომლებიც დაიტანჯებიან მისი სიკვდილისგან..სწორედ სხვაზე უნდა იფიქროს ადამიანმა ცხოვრებაში,და ეს ადამიანი იქნება ჭეშმარიტად ძლიერი! იცით რატომ? მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის.
შეიძლება ადამიანს ყველა ყავდეს,თუმცა არავინ..როდესაც კლასში ზის,ირგვლივ მიმოიხედოს და სრულიად ზედმეტად იგრძნოს თავი.. როდესაც ბაღში დადის,შეყვარებულების ჩურჩულს მოკრას შეიძლება ყური..და გული დაწყდეს რადგან არასდროს არავის უთქვამს მისთვის ესეოდენ თბილი სიტყვები..
გახსოვდეთ! ადამიანი მუდამ ზედმეტია,მუდამ მარტოა,მუდამ ერთადერთია,განუმეორებელი..ადამიანი მუდამ შედევრია..დიახ! ხომ კითხულობ ეხლა ამ სიტყვებს! გახოვდეს ვინც არ უნდა იყო,თუნდაც ერთი უგრძნობი,ან უწიგნური არსება..გახსოვდეს! შენ შედევრი ხარ რადგან შენში მთელი სამყაროა..გახსოვდეს! თუ სიცოცხლე არ გსურს..იცხოვრე სხვისთვის..დაგიფასდება.. თუ მარტო ხარ..ნუ გეშინია,ყველა ადამიანი მარტოა ,,შეიძლება ზოგი სხვას უცინის,უღიმის,გულს უშლის..მაგრამ გახსოვდეს,ყოველი ადამიანი მარტოა თავის ტანჯვაში..თავის ფიქრებში..მოგონებებში..რადგან ერთადერთი ვისაც ჩვენი ესმის არის სიჩუმე…
კიდევ რა გჭირს?ააა..უშნო ხარ? ნუ მაცინებ..არ არსებობს უშნო ადამიანი,უბრალოდ არსებობენ ისეთები,რომლებიც საერთო თვალში ვერ აღიქვმებიან..ნუ შეგაშინებს ნურც შენი ფეხი,ნურც ცხვირი,ნურც ღიპი..გახსოვდეს,არ არსებობს მარადიული სილამაზე,არც მარადიული ფუფუნება.შენი ცხოვრება,შენი სილამაზე,შენი სათნოება,გამოკეტილია ამ ხორცის ნაგლეჯში და გახსოვდეს..მხოლოდ თვალები გადმოცემენ შენს არსს სრულყოფილად..თვალი არ ემორჩილება დროს..მაგრამ ემორჩილება ცხოვრებას..”დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება” დრო ყველაფერს კლავს,სილამაზეს მარხავს ხოლო ფუფუნებას..ნუ დაემონები ფულს! ის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია ,გახსოვდეს,ყოველივე მატერიალურისგან ბოლოს მაინც აზრი რჩება..
დაისახე მიზანი! მიაღწიე წარმატებას! გახსოვდეს,ნიჭიერების მკვლელი მხოლოდ სიზარმაცეა!სიმართლე მწარე წამალია არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!დაძლიე ის! მოკალი სიზარმაცე..ძნელია..ძალიან..მაგრამ მერწმუნე დრო სწრაფად გადის,სიზარმაცე კი გაძინებს..და როცა იღვიძებ,მთელი ცხოვრება ჩავლილია..და აი! შენი ოცნებები ოცნებებად დარჩნენ,სურვილები სურვილებად..მიზანს კი მაინც ვერ მოუჭირე ხელი..
გინდა ცხოვრება ოცნებად აქციო? მაშინ მოეშვი ფუჭ ოცნებას!”ოცნება სინამდვილეს ფანტაზიის მოჩვენებად აქცვს.:”ამიტომ აახდინე ის და დაზოგე დრო..
მოკალი სიზარმაცე! იცხოვრე ან შენი თავისთვის ან სხვისთვის! გახსოვდეს,ყოველი ადამიანი ამ სამყაროზე უფრო დიდია რადგან თვითონ ადამიანია მთელი სამყარო..
- მართლა მაგარია:) შენ ჩემი უნიჩიერესი და უსაყვარლესი ადამიანი ხარ:) უზომოდ მიყვარხარ ან:) მართლა მაგრად წერ და რასაც წერ სიმართლეა:) მართლა მაგარი გოგო ხარ:)
- ანიტტა მადლობა:**)) კარგია ბავშვებო აქედან თუ გაითვალისწინებთ რჩევებს:**) მე უკვე ბევრი რამ გამოვიარე ასაკის მიუხედავად,შესაბამისად ბევრი რამ გამოვცადე გაითვალისწინეთ :**