პარასკევი, 2024-05-10, 9:21 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » ცრემლი..;((
7:55 PM
ცრემლი..;((


როცა გეტირებათ და ირგვლივ სამყაროს შავი სათვალით აღიქვამთ, აგრესიული ხდებით:ქუჩაში გასვლის დროს მანქანის ხმაც კი გაფორიაქებთ და ჩამიჩუმის გაგონებაზეც კი ძარღვები გითრთით, არ იცით, რა მოიმოქმედოთ და დაბნეულის იერს ატარებთ. ყველაფერი, ირგვლივ არსებული, უარყოფითად მოქმედებს თქვენზე და ცუდ გუნებაზე გაყენებთ.
ცრემლი უკვე თვალზე გაქვთ მომდგარი, მაგრამ სიამაყე და თქვენი შინაგანი მე არ გაძლევთ ნებას, იმის გამო ატირდეთ, რაც თქვენი ცრემლების მიზეზი გამხდარა. თუმცა ამ დროს გადამწყვეტი გარემოება სწორედ ის არის, მარტო ხართ თუ ვინმესთან ერთად. როცა გულაჩუყებულ ადამიანს მანუგეშებელი სიტყვები ესმის,გული უფრო მეტად უჩუყდება და თუ აქამდე თავს რაინდულად იკავებდა,წამიერად იძულებული გახდება,მოიხსნას რკინის ადამიანის ნიღაბი და დიდი ხნის წინ მომდგარი ცრემლები,რომლებიც თვალის გუბეებიდან განუწყვეტლივ გადმოსვლას ლამობდნენ,სააშკარაოზე გამოიტანოს .
აი,როგორები ვართ ჩვენ, ადამიანები:გვეტირება, თავს უსუსურად ვგრძნობთ და,მიუხედავად ამისა, საკუთარი ცრემლების დანახვის გვრცხვენია და ბედნიერი ადამიანის ნიღბით ჩვენს თავს და შინაგან სამყაროს ჩვენვე ვთრგუნავთ. უფრო მეტიც,არ ვაძლევთ ჩვენს თავს შანსს,რომ ცრემლების მეშვეობით უარყოფითი ენერგია დავხარჯოთ და თავი ავარიდოთ ზედმეტ აგრესიასა და ჩხუბს.
ადამიანის ცრემლი და,მით უმეტეს,დედის ცრემლი,ჩემთვის ღვთისმშობლის ცრემლთან იგივდება.ერთხელ მაინც თუ დავფიქრებულვართ თითოეული ჩვენგანი: ჩვენი ცოდვების გამო ავტირდებოდით როდესმე ასე ძლიერ? ან ჩვენი უფლის გამო,რომელიც ჯვარზე გააკრეს, ცრემლს დავღვრიდით? ალბათ, ჩაგაფიქრებთ ეს სიტყვები...(მართლაც რომ დასაფიქრებელია...).
საერთოდ, ბევრი რამ არის ისეთი ჩვენს ცხოვრებაში,რაზეც დაფიქრება გვმართებს, მათ შორის, ჩვენი ცრემლი, რომელიც არ უნდა გავაუფასუროთ. ჩვენი ცრემლის მიზეზი საფუძვლიანი უნდა იყოს და მრავლისმთქმელი.
მოდით,ხალხნო, არ ავტირდეთ იმ ადამიანის გამო,რომელიც ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს; იმ ფაქტის გამო,რომელიც არც თუ ისე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის.ავტირდეთ ხატის წინ,ეკლესიაში საკურთხევლის წინ იმ ცოდვების გამო, რომელთა მონანიებაც ჩვენს სულს ცათა სასუფეველში დასადგურების შანსს მისცემს.
სჯობია,ყველამ შევიყვაროთ ერთმანეთის ცრემლები და მჯერა, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ აღარ ვატკინოთ გული ერთმანეთს და ცრემლის დადენის საბაბი აღარ მივცეთ...
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 569 | დაამატა: AnnieFloyd♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
პროფილი
გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:21 AM 
თქვენი IP: 18.223.196.211
თარიღი: 2024-05-10 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.