-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ? -როგორ ,არ ვიცი? -სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი, ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს. -რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე, შენი თამაშის მე აღარ მჯერა. -ნახე, მთვარეა როგორი სავსე გეთამაშები გინდა ბალიბოლს? -ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი! -ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს! -გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი. -მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას, გინდა თამაში დამტვრეულ გემში? -რომ დაგვინახონ? -ო,არა უშავს.-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ. ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა? -გინდა გამთბარი ჰაერი ყურში? -ჩურჩულობანას თამაში გინდა?
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი ხალიანი ტუჩი, მკლავი ანაცერი ..
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული ანდა კანში სკდება მწიმფე ბროწეული ..
".. ამინდი შენი ხასიათია, მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება, შენი ბრალია ყოველ განთიადს მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება .."
შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს… ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს… გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი - გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი…
ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ, ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ… მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა - შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა”…
ჩემი პერანგიც აღარ გეტევა, ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას… ერთი კვირაც და… ივლისის ბოლოს - მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს
დრო პერსონალურია და არა უნივერსალური . ამიტომ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ,რომ დრო ყველასთვის ერთნაირად არ გადის
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან .
ქალს რომ მონატრება შეუძლია თუმც აქვს გამოხატვა ბაცი, ქალს რომ გრძნობები აქვს ჭეშმარიტი, ხშირად ვერ იჯერებს კაცი. ქალს არ შეუძლია მარტოობა, მაგრამ ის აიტანს უხმოდ, კაცები წუთით მარტო თუ ხართ მაშინვე სხვა ქალს უხმობთ. ქალს რომ ერთგულება შეუძლია არ შემეკამათოთ აწი, ქალს რომ სიყვარული შეუძლია ამას ვერ გაიგებს კაცი...
|