სამი კვირა ზედმეტად გაიწელა.ამ სამ კვირაში მისთვის თვალიც არ მომიკრავს,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.ამ დროს ხან პლაჟზე ვსეირნობდი,ხან წიგნს ვკითხულობდი,ხან კი სოციალური ქსელებით ვუკავშირდებოდი ერიკას.
უკვე სახლში დაბრუნების დღეც დადგა. ლა-ში ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. სახლში ისე მიმიღეს გეგონებოდათ არსად არ წავსულიყავი. ერთი ერიკამ მომაყოლა იქაური ამბები:
-ხო და ნუ მოკლედ მგონი შემიყვარდა,თან ძალიან საყვარელი და განსხვავებული ბიჭია.
-კაი რა რეებს ბოდიალობ დაიანა. ერთი ნახვით სიყვარული არ შეიძლება.
-ხო რავიცი
-აბა ვინ იცის?! ნუ სულელობ. ჯობია დაივიწყო. მას რომ შენში რამე მოსწონებოდა აუცილებლად გამოგარმევდა ნომერს ან თუნდაც მისამართს.
-ხო ისე მართალი ხარ და იქნებ სოციალურ ქსელებში მოვძებნო და მივწერო?
-შენ სულ გაგიჟდი?! გოგო ხარ და თავი მაინც დაიფასე. დამიჯერე ესე აჯობებს. ვერ ხედავ მან შენ გაგატარა და შენც გაატარე.
-კაი ესე აჯობებს მართალი ხარ.
ერიკამ თავისი სწერვა მზერა მომაპყრო და ოთახიდან გავიდა
სწავლის დაწყებამდე რამოდენიმე კვირა რჩებოდა. მანამდე დედას უნდა დავლაპარაკებოდი სკოლიდან გადასვლაზე. ვიცოდი ამაზე დიდი კამათი მოგვივიდოდა.
-დედა შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
-დაიანა ვერ ხედავ შენთვის არ მცალია. მეგობართან მეჩქარება
-ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც გამონახო ჩემთვის დრო?
-კარგი ხო,ოღონდ მალე მითხარი რა გინდა,შენი სისულელეებისთვის დრო არ მაქვს.
-მოკლედ ოჰაიოს,უილიამ მაკ-კინსლის სახელობის სკოლაში მინდა გადასვლა.
-რაა?! შენ სულ გამოთაყვანდი?მეტი საქმე არ მაქვს მაგ გომბიობთან ისწავლოს ჩემმა შვილმა.
-შენ სულ არ გაღელვებს მე სად ვისწავლი. უბრალოდ შენთვის მთავარია ახლობლებმა იცოდნენ რომ რაღაც ელიტურ სკოლაში ვსწავლობ და ელიტაში ვტრიალებ.არავის არ გესმით ჩემი.
-დაიანა გთხოვ დაწყნარდი. უბრალოდ ეს სკოლა შენი ფენის წარმომადგენელს არ გეკადრება.
-შეიძლება მაგრამ მე მაინც იქ მინდა.
-კარგი ,გადადი მაგრამ დაივიწყე,რომ ჩემი შვილი ხარ და საერთოდ დედა რომ გყავს,ის თავის მეგობართან წავიდა,რომელიც ჩემს თავს ბევრად ურჩევნია.
დედას სიტყვებმა გული ძალიან მატკინა და ცრემლებიც უნებურად წამომივიდა
ღმერთო ჩემო რატომ არ ვუყვარვარ არავის? ნუთუ ესეთი ურჩხული ვარ?! საერთოდ ხომ არ ჯობია სახლიდან წავიდე? მე მაინც არავის არ ვემახსოვრები. მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს. ამას ჯობია ისევ სახლში დავრჩე და ისე მოვიქცე როგორც თვითონ მექცევიან,მათ მიმართ გულცივი უნდა ვიყო. ოჰაიოს სკოლაში აუცილებლად გადავალ. მე ვთქვი და ამას აუცილებლად გავაკეთებ.მაგრამ დარწმუნებული ვარ მუდან მექნება ეს კითხვა : დედა მე შენ ისეთი გულქვა შეგიყვარე როგორიც ხარ და შენ რატომ არ შეგიძლია შემიყვარო ისეთი როგორიც ვარ ?!