-ჰა ჰა შეხედეთ მის ნამდვილ სახეს. სუფთა მხეცია
-ყველამ ცინიკური სიცილი დაიწყო,მათ შორის ქეთრინმაც. დევიდი კი სულაც არ დამცინოდა.
მე იქიდან გამოვიქეცი. ხოლო დევიდი კი გამომყვა
-რა გინდა? შემეშვი
-არაფერი არ მინდა .უბრალოდ მაინტერესებს რა გჭირს
-არაფერი არ მჭირს შემეშვი !
-ჰა ჰა როგორც შენ გინდა მომაძახა ცინიკოსურად.
არ მინდოდა სხვებისთვის ჩემი ცრემლები დამენახა ,ამიტომ საპირფარეშოში შევედი და იქ ქეთრინი დამხვდა
-დაიანა რაღაც უნდა გითხრა. იცი მე და დევიდი ერთად ვართ და რაც არ უნდა ეცადო ერთმანეთს ვერ დაგვაშორებ
-არც კი ვეცდები
-ძალიან კარგი
-შენ ჯულიეტას როლი წამართვი. მე ამისთვის რამდენი ვიშრომე შენ კი ყველაფერი წყალში ჩამიყარე მოხვედი და ყველაფერი აურიე. ეხლა კი დევიდი ჩემია . ასე რომ კარგად იყავი ჯულიეტა (ცინიკურად მიაყოლა)
მე ეგრევე გამოვიქეცი.აქაც ყველამ დამიკიდა. რა საშინელი გრძნობაა როცა არავის არ აინტერესებ. სიკვდილი მინდა. არ მინდა ეს უბადრუკი ცხოვრება ! მანქანაში ჩავჯექი და სადმე გასეირნება გადავწყვიტე წყნარ ადგილას. გზაში მხოლოდ დევიდზე ვფიქრობდი და ვიმეორებდი მიყვარხარ პირველი ამოსუნთქვიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. სიჩქარეს ნელ-ნელა ვუმატებდი და აი დამთავრდა ყველაფერი. დიდი ტკივილი ვიგრძენი .გამახსენდა ყველა ის ბედნიერი წამი რაც დევიდთან გამიტარებია და საბოლოოდ გავითიშე.
დაინა საავადმყოფოში მოათავსეს. მაგრამ ის ვერანაიარად ვერ გადარჩებოდა. ერიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მაგრამ მას თავისი შეყვარებული ამშვიდებდა.დევიდმა როდესაც ეს ამბავი გაიგო თავს ურჩხულად გრძნობდა. ის ხომ ხვდებოდა რომ დაიანას ის უყვარდა.ის ქეთრინს ეჩხუბა და დაშორდა
დაინას მშობლები მართალია ძალიან მდიდრები იყვნენ,მაგრამ ეს სიმდიდრე მათ ცუდი საქმიანობით მოიპოვეს. ასე რომ ისინი დააკავეს. სახლი კი გაუყიდეს. ერიკა შეყვარებულთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ღარიბულ უბანში.
აი დევიდი კი სულ დაინას მისტიროდა,რადგან იცოდა მისი სიკვდილის მიზეზი. ის სულ მარტო იყო. ყველასგან და ყველაფრისგან შორს.დევიდი ყოველდღე დაინას საფლავთან მიდიოდა და იმეორებდა მე შენ მიყვარხარ ციდან სამ მეტრზე.მიყვარხარ პირველი ამოსუნთქვიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
The End