-არასდროს არ იგრძნო თავი მარტოდ და იცოდე, რომ ყოველთვის არსებობს ერთი, რომელსაც უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ…
ცხოვრებაში ყოველთვის დგება რთული მომენტი. ეს ყველას ტკივილს აყენებს. ადამიანები ბევრ შეცდომებს ვუშვებთ,მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება.ხშირად ვფიქრობ ხოლმე თუ რატომ ვარ ესეთი გიჟი და დარტყმული. მართალია ყველა ადამიანი თავისებურად ურიკინებს.მაგრამ მე მაინც ზედმეტები მომდის ხოლმე.ამის გამო უამრავ მეგობართან დამიკარგავს ურთიერთობა.მაგრამ მათ ისეთი უნდა მიმიღონ და შემიყვარონ როგორიც ვარ და ჩემში არ უნდა ეძებონ სხვა ადამიანი,სხვა ხასიათებით.ვიცი დრო მოვა და შევხვდები ისეთ ადამიანს რომელიც ისეთს შემიყვარებს ,როგორიც ვარ. ამ წელს უნდათ,რომ დასასვენებლად ზღვაზე გამიშვან,მაგრამ ზღვა უკვე ყელში მაქვს და რამე უფრო წყნარ და მშვიდ ადგილას მინდა წასვლა. ეხლა ეს ყველაზე ძალიან მჭირდება. აღარ მინდა ამდენ ხალხში ყოფნა. ჩემი ოჯახი ხშირად მეჩვენება რომ ვერ მიგებს. დედა და მამა მთელი დღე სამსახურში არიან და ჩემთვის არც იცლიან . ჩემი და კიდევ ბოლო დონის სწერვაა და მასთან სახლში მარტო ყოფნა ნამდვილად საშინელებაა. უნდა ვაღიარო რომ ხშირად მისი მშურს კიდევაც. მას ხომ ესეთი კარგი ცხოვრება აქვს. ყავს მეგობრები,შეყვარებული და ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის სჭირდება. როდესაც ჩემს მშობლებს ვხედავ სულ ერიკას ქებაში არიან.მგონი მათ მე ურჩხული ვგონივარ. არა და ეს ასე არაა. ღმერთო ჩემო რა ვარ ესეთი?!
საერთოდ მინდა სხვა სკოლაში გადავიდე. ალბათ ბავშვები სულ სხვა თვალით შემომხედავენ და მათ მაინც დავუახლოვდები. მაგრამ საქმე იმაშია,რომ მე სწერვების და მდიდარი მამიკოების შვილების სკოლაში ვსწავლობ. მართალია მეც თითქმის მათნაირი ვარ,მაგრამ არ ვარ ესეთი სწერვა . ნუ მოკლედ მშობლებს დავითანხმებ რომ უბრალო სკოლაში გადამიყვანონ. მანამდე კი არდადეგების ნორმალურად გატარებაზე უნდა ვიფიქრო.
ეს საცდელი თავია და შედარებით პატარაა. ჯერ-ჯერობით მთავარ როლებში იქნებიან: დაიანა ეგრონი-დაიანა ტორესი ნინა დობრევი-ერიკა ტორესი ქორი მონტეიტი-დევიდ რივერა
|