-დაიანა გაიღვიძე ადგომის დროა!!! ბარგი ჩასალაგებელი გაქვს. -დამიყვირა ერიკამ
-ხო ხო ეხლავე,მაცადე ! უკვე ტვინი წაიღე შენი ბუზღუნით.ვიცოდი რომ ერიკა არ შემეშვებოდა და კამათის გაგრძელების გარეშე ავდექი. მოვწესრიგდი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი.დღე საკმაოდ გაიწელა.ბაჰამის კუნძულებზე ზუსტად 3 კვირით მივდიოდი.ვაღიარებ დიდად არც გამხარებია იქ მარტო წასვლა,მაგრამ ოჯახს ხო მაინც მოვშორდები?! ეს დიდი მიღწევაა.
როდესაც იქ ჩავფრინდი ჯერ პლაჟზე გაავედი და 10 ადამიანზე მეტი არც იყო. მამაჩემის დაქირავებული სახლი მოვძებნე და საკმაოდ მომეწონა,მაგრამ ამხელა სახლში მარტო რა უნდა მეკეთებინა? =დ
ბავშვობიდანვე მიყვარდა პლაჟზე ღამე სეირნობა, ასე რომ გადავწყვიტე ცოტა ხანი დამესვენა და შემდეგ პლაჟზე გავსულიყავი. როცა გამეღვიძა შესაბამისად მოვემზადე და პლაჟზე გავედი.
საკმაოდ გრილოდა და უცბად წვიმამაც დასცხო. წვიმაში სეირნობა მიყვარდა,ამიტომაც სეირნობა ჩვეულებრივად გავაგრძელე,მაგრამა აი საშინელება =დ სეტყვაც დაიწყო. იქვე პატარა ქოხი იყო და თავი იმ ქოხს შევაფარე.
სულ ვკანკალებდი სიცივისგან.მოულოდნელად ქოხში ვიღაც შემოვიდა.შემეშინა და დავიყვირე,მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ყვირილის მიზეზი არ მქონდა. ეს ვიღაცა ჩემნაირ მდგომარეობაში იყო =დ და წვიმისგან სულ დასველებულიყო.მასაც სეტყვამ მოუსწრო და ამ ქოხს შეაფარა თავი.რათქმაუნდა გავიცანი. აბა სხვა საქმე მაინც არ მქონდა. მას დევიდ რივერა ერქვა და საკმაოდ სიმპატიური იყო
ზუსტად ჩემხელა იყო. ანუ 17 წლის.საყვარელი ბიჭი ჩანდა. ესე ლაპარაკით და გაცნობით გავიდა 2 საათი =დ სეტყვაც უკვე გადაღებული იყო.მე სახლში წასვლა გადავწყვიტე.იმ იმედით,რომ დევიდს ისევ შევხვდებოდი. მაგრამ ის საკმაოდ უცნაურად მოიქცა. ჩემი არც ტელეფონის ნომერი და არც მისამართი გამოურთმევია.უბრალოდ დამემშვიდობა და წავიდა.