შენ დამტოვე...მე ამან ბოლო მომიღო...მეგონა მოვკვდებოდი,მაგრამ ახლა ის მხიარული გოგონა ვარ ვინც შენამდე ვიყავი,ახლა გიყურებ შენ როგორ იტანჯები და ვტკბები =))
სკოლაში როდესაც მივედი დირექტორი საკმაოდ კარგად შემხვდა. საბუთებიც შევიტანე და როდესაც სწავლა დაიწყებოდა,მეც იმ სკოლაში ვისწავლიდი. ძალიან მიხაროდა . ბოლოს და ბოლოს ისეთ სკოლაში ვისწავლიდი სადაც ყველა ნორმალური თვალით შემომხედავდა.დედა?! აი დედაჩემზე კი არც კი ვიცი რა ვთქვა.იმ კამათის შემდეგ მისთვის ხმაც არ გამიცია და ისიც არ მელაპარაკება.ჯობია დაივიწყოს თავისი სიამაყე,რადგან ამით ვერაფერს ვერ მიაღწევს.დედაჩემს ერიკამ უთხრა რომ გადავდიოდი,ამის გამო ისტერიკები მოაწყო და მამაც ჩემზე იყო ნაწყენი. ერიკა ქუჩიდან მოთრეულ გომბიოდ მთვლიდა (ხუმრობით,მაგრამ მაინც). უკვე არცერთის აზრი აღარ მაინტერესებდა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს ,ჩემი მიზნები.მინდა რომ ცნობილი მსახიობი ვიყო და მჯერა ამას მივაღწევ.მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა მინდა კარგი ადამიანი ვიყო,არ მინდა ვიყო სწერვა,განებივრებული მამიკოს გოგო ჩემი ყოფილი კლასელების და ერიკას მსგავსად. ვიცი მეყოლება კარგი მეგობარი,რომელიც ჩემი დის მაგივრობას გამიწევს. დიახ დის,ნამდვილი და კარგი დის რომელიც არასდროს არ მყოლია. მჯერა ვიპოვი ისეთ ადამიანებს,უკვე ადამიანებს და არა ადამიანს,რომლებიც ისეთს მიმიღებენ როგორიც ვარ. ვიცი ეს ყველაფერი ოჰაიოს სკოლაში მელის.შეიძლება ეს ყველაფერი ოცნებაა,მაგრამ ოცნებები ხომ ხდება? ამ ყველაფრის შემდეგ გული მაინც მტკივა ოჯახის გამო. იმედია ისინი მიხვდებიან თავის შეცდომებს და გამოასწორებენ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება =)) სკოლაში წასვლის დროც მოვიდა,საკმაოდ ვღელავ. მინდა კარგად და ჩვეულებრივად გამოვიყურებოდე. ბოლოს ეს ტანსაცმელი შევარჩიე : ცოტათი დამაგვიანდა,რადგან გზები კარგად არ ვიცოდი. კლასში როდესაც შევედი მასწავლებელმა წარმადგინა: ბავშევბო ეს დაიანა ტერესია,რომელიც პირველი დღიდანვე იგვიანებს(მხიარულად მიაყოლა) .მასწავლებელმა ერთ გოგონასთან ქეთრინთან დამსვა. საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანდა . ის უფრო ახლოს გავიცანი,გავიგე რომ მას ყოლია უფროსი ნახევარ ძმა,ვიღაც დრეიკი და დამპირდა რომ აუცილებლად გამაცნობდა.მანამდე სკოლა დამათვალიერებინა. საკმაოდ კარგი იყო ყველაფერი. ქეთრინმა მითხრა,რომ სკოლაში ასევე იყო თეატრალური კლუბი,სადაც შემეძლო მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა წარმოდგენებში. მაგრამ ამისთვის ასევე საჭირო იყო მუსიკალური მონაცემები. მე რაღაც მუსიკალური მონაცემები მქონდა,ამიტომაც გადავწყვიტე მეც ჩავწერილიყავი ამ კლუბში. კლუბის ბავშვებიც გავიცანი. საკმაოდ თბილები და მხიარულები იყვნენ. მათ ამ წლისთვის უნდა დაედგათ სპექტაკლი. სპექტაკლის სახელი უცნობი იყო,მაგრამ ყველას უნდა მონაწილეობის მიღება. ბავშვებმა დავიწყეთ მუსიკალური ნომრების მომზადება,რადგან აგვერჩია საუკეთესო.ყველანი მხიარულებაში ვიყავით ეს ყველაფერი კარგი იყო. მაგრამ რა ვიცოდი,თუ ამ ნაუცბადევ მხიარულებას და ბედნიერებას უკან ტანჯვა და ცრემლები მოსდევდა...
|