-გინდა სადმე კაფეში შევიაროთ?
-კი რატომაც არა.
და აქვე ახლოს მყოფ კაფეში დამპატიჟა
დავჯექით და ერთმანეც თვალებში შევციცინებდით
მივხვდი რომ მის მიმართ რაგაც გრძნობა მიჩნდებოდა, გული ძლიერ ბაგა ბუგს იწყებდა და თითქოს მკარნახობდა შენ ის გიყვარს,გიყვარს.
მას ჩემდა უნებურად თვალებში შევციცინებდი და უცბად ერიკამაც დამირეკა
-სად დაბოდიალობ ამდენ ხანს?
-რა იყო მალე წამოვალ
-კაი დროზე სასწრაფო საქმე მაქვს
და გამითიშა.
დევიდს,ვუთხარი რომ სახლში უნდა წავსულიყავი სასწრაფოდ. მან კი ხელი მომკიდა და სირბილით გამაქცუნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ესეთი გახარებული ჯერ არ ვყოფილვარ.ჩემს სახლთანაც მივედით . ჩემი შესვლის დრო იყო .ის კი უცბად თბილად ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და გაიქცა.
ჩემს ბავშვურ გულს უხაროდა მისი ნახვა,თან მას ხშირად შევხვდებოდი და ეს ბედნიერს მხდიდა.
სახლში მარტო ერიკა დამხვდა. ისეთი სახით შემომხედა შემეშინდა
და სიტუაციაში გარკვევა გადავწყვიტე
-რა ხდება?
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს?
-ხო რავიცი, რაღაც მოწყენილი და აფორიაქებული ხარ
-უბრალოდ არ ვიცი რა.
-მომისმინე შეგიძლია ყველაფერში მენდო,ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება.
-ვაუ დიდი მადლობა,შენ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩემთან ხარ და მამხნევებ.
-ხო რადგან შენ მაინც ჩემი უსაყვარლესი და ხარ და გადავეხვიე. (ვიცი ეს რას ნიშნავს,როცა ცუდი რაღაცა გჭირს და ვიღაც თბილას გეხუტება და გაგრძნობინებს რომ უყვარხარ) მოდი ეხლა მომიყევი რა
-ისეთი არაფერი უბრალოდ ბენს შევუსწარი სხვა გოგოსთან.
-კაი კაცო. შენც არ იცოდე მისი ბაბნიკობის ამბავი. ჯობია დაივიწყო ბენი და სხვა ბიჭი მოძებნო რომელსაც მართლა ეყვარები,მაგრამ ნათქვამია ბედნიერება თავისით მოდისო. ასე რომ გამოჩნდება ვინმე
-ხო ესეა. დიდი მადლობა
-კაი რა . რა მადლობა
-მომისმინე,ვიცი მართლა ცუდად გექცეოდი,მაგრამ მომბეზრდა ესე ყოფნა. არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა. თან მართლა კარგი ადამიანი ხარ და მიყვარხარ
-მე სიტყვების მაგივრად უბრალოდ თბილად ჩავეხუტე
ესე ვიყავით ცოტა ხანი. შემდეგ მკითხა თუ რა ხდებოდა ახალ სკოლაში. მე კი მოვუყევი დევიდის შესახებ.
-დაიანა გამაცანი მერე იცოდე აუცილებლად
-კაი ხო
და მე ჩემს ოთახში გავიქეცი ცანცარით,რადგან ძალიან ბევრი დავალებები მქონდა დასაწერი.