არ იტირო..! უბრალოდ ახედე ცას.... და დაიმახსოვრე...! ვიღაცას, სადღაც, მიანც უყვარხარ.. არ ვიცოდი დიუკთან კოცნის შემდეგ ქეთრინთან როგორი ურთიერთობა მექნებოდა.ის კი ნამდვილად ვიცოდი,რომ დევიდი სერიოზულად მომწონდა და მგონი მიყვარდებოდა კიდეც.დღეს გამოაცხადებდნენ თუ ვინ იქნებოდნენ მთავარ როლებში,ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის კარგად უნდა გამოვიყურებოდე.დერეფანში დევიდი დავინახე და უნებურად გავიღიმე.ის კი ჩემსკენ წამოვიდა . -დაიანა დამიჯერე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურა შენ ხარ. წესით მთავარი როლი შენ უნდა გერგოს. რადგან მთელი ეს დრო ძალიან ბევრს შრომობდი -ამმ. არამგონია,მაგრამ მადლობა -ბლა ბლა ბლა . საკუთარი თავის არ გჯერა. ამ დროს ისეთი საყვარელი სახე ქონდა,რომ სიცილი ამიტდა . -კაი გეყო ეხლა სულელურად სიცილი და შევიდეთ დარბაზში,თორე დაგვაგვიანდება. დარბაზში რომ შევედი ,ისეთი ცანცარის ხასიათზე ვიყავი,რომ ეგრევე სცენაზე ავხტი და დავიყვირე ბოლო ხმაზე -ბავშვებო აბა იმუშავეთ იმუშავეთ ,საქმე ლაპარაკის ნაცვლად -ვაი შენს პატრონს =დ ჯერ როლები დაგვიმტკიცონ და მერე თქვი ეგ. მომაძახა ქეთრინმა სიცილით აი ამ დროს მისტერ პარკერიც მოვიდა. მე სცენიდან გადმოვხტი. -ბავშვებო გაოცებული ვარ . ყველანი ძალიან კარგად ემზადებოდით და მუშაობდით. მაგრამ ჩვენ მხოლოს საუკეთესო გვჭირდება. მითუმეტეს ეს დადგმა რომეო და ჯულიეტა იქნება.ამ როლისთვის შესაფერისია ქეთრინი,ასევე დაიანაც. მაგრამ ჩემი აზრით დაიანას უფრო ნაზი გარეგნობა აქვს. ასე რომ ის იქნება ჯულიეტა..
ამ მომენტში თავს ცუდად ვგრძნობდი,რადგან ქეთრის კონკურენცია გავუწიე და უცბად მას შევხედე. ის მიხვდა რაშიც იყო საქმე და ჩამეხუტა. -გილოცავ საყვარელო ♥შენ ამას ნამდვილად იმსახურებდი. -დიდი მადლობა ქეთრინ ♥ -ხო ვთქვი რომ ასე იქნებოდა წამოიძახა დევიდმა და ძალიან მაგრა ჩამეხუტა. -კარგით ეხლა გეყოთ. რომეოს როლში სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი იქნება. გილოცავ დევიდ.ხვალისთვის ბევრი საქმე გაქვთ ყველას. ასე რომ დაიშალეთ და დილის 9-საათიდან აქ იყავით.
ცოტა ხანი მე და დევიდი ერთმანეც თვალებში ვუყურებდით შემდეგ კი წამოვიყვირე: -ვაიმე რა მაგარია <3 დევიდ გილოცავ <3 უცბად წამოვიყვირე და მთელი გულით ჩავეხუტე -უიმე გეყოთ მილოცვები =დ თქვა ქეთრინმა მე თვალები გადავატრიალე. -აუ ისე ვერ წარმომედგინა რო მე და შენ რომეო და ჯულიეტა ვიქნებოდით. -აჰა =დ არა რა ძაან მაგარია -ხო -კარგი წავედი მე დევიდ . სახლში მაგვიანდება. -ხვალამდე დაიანა
გზაში გამახსენდა რომ მობილური დარბაზში დამრჩა და მის წამოსაღებად დავბრუნდი. სკოლის შესახვევთან კი დევიდი და ქეთრინი დავინახე. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ.რამოდენიმე წამი მათ ვუყურებდი. თითქოს გულში რაღაც ჩამწდა და ცრემლები წამომივიდა. თუმცა დევიდმა არც კი იცოდა რომ მე ის მომწონდა . ასე რომ ხმა ამოუღებლად სახლში დავბრუნდი. მობილურს კი ხვალ ავიღებდი.
|