1) საკუთარ თავში ეჭვის შეტანა
თუ ფიქრობ, რომ რაღაცის მიღწევა ან საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეგიძლია, მაშინ შენთვის ,,კარგი ამბავი" მაქვს, ნამდვილად მართალი ხარ. ეჭვები და რწმენის ნაკლებობა არის პირველი მიზეზი, რომელიც ხელს გიშლის წინ სვლაში, არ გაძლევს საშუალებას რომ იბრძოლო.
ჰკითხე შენს თავს, არის კი ქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც შენ გსურს?
თუ კი, მაშინ ამას შენც შეძლებ !
2) პასუხების ძებნა
ნუ გაიგებთ ამას სხვანაირად. ზოგჯერ ნამდვილად გვჭირდება ამა თუ იმ სიტუაციაში პასუხის გაგება, რათა შემდეგ რაიმე შევცვალოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გვსურს ვეძიოთ პასუხები, ტუმცა თუ მათ მივიღებთ არაფერი შეიცვლება და ვერც ჩვენ შევძლებთ რაიმეს გამოსწორებას.
,,რატომ არის ზოგი ადამიანი იღბლიანი?"
,,რატომ დავიბადე ასეთ გარემოცვაში?"
,,რატომ არ ვარ ჭკვიანი/ლამაზი/მაგარი/მდიდარი?"
არის ისეთი კითხვები, რომლებიც არ იმსახურებენ დროის დათმობას. ამიტომ უბრალოდ შეწყვიტე მსგავს სულელურ შეკითხვებზე პასუხის ძებნა და დაიწყე ბრძოლა იმისათვის რათა შედეგი იყოს განსხვავებული, ისეთი როგორიც შენ გსურს !.
3) საქმის გადადება
ეს არის ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვი. მაგრამ ვიცი, რაც მინდა ცხოვრებაში და როდესაც კვლავ ამ პრობლემას ვეჯახები ჩემს თავს ვეკითხები: ,,შენ ეს მართლა გინდა?", ხუჭავ თვალს 20-25 წუთით და შემდეგ ხვდები, რომ ესა თუ ის საქმე მაინც შენი გასაკეთებელია.
ეს ჩვეულებრივი რამ არის, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისათვის დამახასიათებელი. როდესაც რაიმე გვაქვს გასაკეთებელი, მუდმივად ვცდილობთ თავის არიდებას, ცოტა ხნით ფეისბუქზე შევალთ, შემდეგ მეგობარს ვურეკავთ და დრო გაგვყავს, მაგრამ ,,პრობლემა" კვლავ იმავე ადგილას არის და ჩვენ გველოდება, ასე რომ ტყუილად ნუ კარგავ დროს და ამ წუთს იბრძოლე მის გასაქრობად !
4) სხვა ადამიანების ,,ჩათრევა" !
ძალიან ადვილია ამა თუ იმ სიტუაციაში სხვა გავკიცხოთ, დავაბრალოთ რაიმე და არ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. აი მაგალითად:
,, მე ვარ ღარიბი, რადგანაც ჯონი ფინანსებთან დაკავშირებით არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს" ან
..არ ვარ ბედნიერი, რადგან სარამ დამტოვა"
შენ ვალდებული ხარ იკისრო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და შენს მოქმედებებზე. რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან იმაში, რასაც აკეთებ, მაგრამ დაიმახსოვრე შედეგზე მთლიანად შენ ხარ პასუხისმგებელი.თუ შენ კვლავ გააგრძელებ შენი ჩავარდნები ,,სხვის სახელს მიაწერო" და არ აღიარო საკუთარი დანაშაული, მაშინ ფეხზე ვერასდროს წამოდგები !
5) სხვების განსჯა
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ვინმე განსჯიან იმის გამო, რომ არის მოსაწყენი ან არ არის ,,მაგარი" სწორედ ისინი განიცდიან საოცარ ცვლილებებს და იცვლებია უკეთესობისაკენ. თუმცა ჩემს ნათქვამს ნუ გაიგებთ არასწორად. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გააგრძელოთ ის, რასაც აკეთებთ, ეს არასწორია!
მეორე: თუ მაინც აპირებ ვიღაცის განსჯას, გაკიცხე ის მისი საქციელის, მოქმედების გამო. და არა გარეგნობის ან იმის გამო, რაც ამ ადამიანის უკან დგას !
თუმცა კი არავის გვაქვს სხვისი განსჯის უფლება ! ამას უფალი გვასწავლის და ეს ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. განსჯის მაგივრად დავეხმაროთ !
6) ნუ ელოდები ცხოვრებას !
უამრავი წელი გავატარე ლოდინში, ველოდები რაღაცეებს, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ცხოვრების გარკვეული ეტაპისათვის, შემდეგ შევძლებდი მისით ტკბობას
. ,, როგორც კი სკოლას დავამთავრებ.."
,, როგორც კი ფულს გამოვიმუშავებ ინტერნეტით.."
ეს ფიქრები ფუჭი დროის კარგვაა. მაგრამ იცი რა? ეს ყველაფერი შესაძლოა მოვიდეს, მაგრამ შენ დაივიწყებ იმ მოგზაურობას, რომელმაც ამ გზამდე მოგიყვანა და მიხვდები, რომ მთელი ეს დრო ლოდინში ტყუილად დაგიკარგავს. ასე რომ დაიწყე ამ წუთიდან ! ცხოვრებით ტკბობა ამ წამიდან იწყება ! არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ხარ, ცხოვრების რა ეტაპზე დგახარ !
7) მიზეზების ძებნა იმისათვის რომ ბედნიერი იყო.
რატომ გვგონია, რომ უნდა გვქონდეს მტკიცებულებები, რწმუნებულებები იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ? დაფიქრდი, როგორი სასაცილოა. ცხოვრების ნებისმიერ მომენტში შეგიძლია აკონტროლო გრძნობები. ნუ ეძებ მიზეზებს იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნო, გაიღიმო. დაფიქრდი, შენ ცოცხალი ხარ ! ეს საკმარისი უნდა იყოს !
8) მუდმივად ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები !
ეს რა თქმა უნდა ადვილი არ არის ! ამ ყველაფერს განსხვავებულად უნდა შეხედოთ.
ნუთუ ღირს დროის დაკარგვად, ნუთუ ღირს მუდამ წუხდე იმაზე თუ რას საუბრობს
ხალხი შენზე? იმაზე, რასაც მაინც ვერ შეცვლი?