1. ძიძის ისტორია ეს ლეგენდა მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა. წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს.
2. ეს ლეგენდა კი კარმენ ვინსტედზე მოგვითხრობს დიდი ხნის წინად ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად კარმენი, კარმენს მშობლები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მამამისს სახსრები არ გააჩნდა და შვილი ინდიანაში გააგზავნა და იქ დააწყებია სწავლა. გოგონა განსხვავებული გარეგნობის იყო, მას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, რადგან არასდროს არავისთან არ უმეგობრია და ზედმეტად ჩაკეტილი პიროვნება იყო მისი მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე. სკოლაში ბავშვები მას ცუდათ შეხვდნენ, თავიდან კარმენი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები მას დაუმეგობრდებოდნენ. მის კლასში იყო ხუთი გოგონა, რომლებიც კარმენს ჩაგრავდნენ, ამ დროს აღმოაჩინა კარმენმა რომ გოგოების მასზე ჭორებს ავრცელებდნენ და ბინძურ ზღაპრებს თხზავდნენ მასზე. ცოტა ხანში კლასში გაისმა ბავშვების ჩივილი, ბავშვები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვიღაც მათ ჩანთაში აქცევდა რძეს და ყრიდა ტალახს. გოგონებმა ეს ყველაფერი კარმენს დააბრალეს, და თქვეს რომ მას ჰქონდა ხშირი კავშირი ტალახტან, რადგან სულ დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა. მასწავლებელმა მეორე დღეს ბავშვთა კრება გამართა სკოლის ეზოში, და ყველას გააფრთხილა, რომ არ ჩაეყარათ ტალახი და მსგავსი რამეები მოსწავლეების ნივთებში. კარმენმა, როგორც იქნა ჩაილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მას არ გაუკეთებია და გოგონებს გადააბრალა, მასწავლებელმა ეს საყურადღბოდ არ ჩათვალა, და გოგონას ლუღლუღი უპასუხოდ დატოვა. მასწავლებლის წასვლის შემდეგ გოგონებმა კარმენს დაემუქრეს, და ცემეს ის, ლაპარაკის დროს გოგონები კარმენს უახლოვდებოდნენ, კარმენი კი უკან იხევდა, ამ დროს კარმენმა შემთხვევით ფეხი ჩადგა კანალიზაციის ჭაში. გოგონებმა სიცილი ატეხეს და მას სასტიკად დაცინეს, როცა კარმენი ზემოთ არ ამობრუნდა, გოგონების სიცილი გაოცებამ შეცვალა, კარმენი ჭაში ჩახრჩობილიყო და კისერი მოეტეხა, პოლიციამ მკვდარი კარმენი წაიყვანა, გოგონებმა კი თქვეს რომ კარმენს შემთხვევით დაუცდა ფეხი. რამდენიმე დღის შემდეგ, ხუთივე გოგონა შეაწუხა წერილებმა ემაილ-ზე, წერილში ეწერა მათი სიკვდილის თარიღი. გასაკვირია , მაგრამ ლეგენდის თანახმად ხუთივე გოგონა ერთ ღამეს მოკლეს, ხუთივე კანალიზაციის ჭაში, ხუთივე ისე როგორც კარმენი: ფეხებ მოტეხილი, კისერ მონგრეული და დასახიჩრებული. ლეენდის თანახმად კარმენს სამარა დაერქვა, ის ჭაში ცხოვრობს და ადამიანებს აბაზანაში, ტბებზე და მდინარეებთან ენახვება, ის ისეთ ადამიანებთან მიდის რომლებიც ბინძურ საიდუმლობ მალავენ. მასზე გადაღებულია კინო რომელსაც ,,ზარი'' ეწოდა, მართალია კინო ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ლეგენდასთან მაინც ახლოსაა, რათქმაუნდა ოდნავ შეცვლილი შინაარსით.
3. ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა.. დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ. ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა: - ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..! ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა. დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.
|