Urban Legends - ქალაქური ლეგენდები
1. ეს
ლეგენდა კი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე. წვეულებიდან დაბრუნებული გოგო
და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა
შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ
მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა,
ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც
რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა.
შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების
ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი
დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს
მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო
გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს
იყო, სახლი მარტო განცაალკევებულად იდგა და უცნაური ვიზუალი ჰქონდა.
შიგნით შესულმა გოგონამ დაინახა მისი შეყვარებული, რომელიც კაუჭზე
წამონცმული ეკიდა ჭერზე, მის ქვეშ პიანინო იდგა, თუ ბიჭი ფეხს ჩამოდგამდა
პიანინოს ხმა გააღვიძებდა მკვლელს. მკვლელი კი გვერდით იწვა და ეძინა,
ლეგენდის მიხედვით გოგონამ ბიჭის განთავისუფლება სცადა, იმის მიუხედავად,
რომ ბიჭი უკვე მკვდარი იყო, მკვლელს მისი სხეული დასახიჩრებული ჰქონდა,
მალე ,,კაუჭას'' გაეღვიძა, გოგონა მთლიანად გამოღადრა და მოკლული ხეზე
ჩამოკიდა. ლეგენდის მიხედვით მკვლელი დაიჭირეს და ციხეში ამოხდა სული,
მკვლელი სახელან ჯონი იყო და კაუჭიან კაცს ეძახდნენ, მას მარცხენა ხელი არ
ჰქონდა. და 30 კაცამდე ჰყავდა ნაწამები და მოკლული.
2. ეს
ისტორია წარმოიშვა 1960-იან წლებში და მას შემდეგ მეორდება. მის
სხვადასხვა ვარიანტებში განსხვავებული პერსონაჟები გვხვდება. აქ მოცემული
სიტუაცია კი ყველაზე ახლოს არის თავდაპირველთან:ერთ უმთვარო, ნისლიან
ღამეს ერთი ქალი სახლისკენ მიიჩქარის თავისი მანქანით. სიბნელესთან ერთად
მას ისიც ანერვიულებს, რომ ბენზინი უთავდება. ახლო-მახლო კი ცივილიზაციის
არავითარი კვალი არ ჩანს. ასეთ გაჭირვებაში მყოფი იმასაც ფიქრობს ღამე
მანქანაში ხომ არ გავათიოო. ამ დროს იგი ერთ პატარა ბენზინ გასამართ
სადგურს ამჩნევს.იგი აჩერებს სადგურთან და მომსახურე პირს ავზის
ავსებას სთხოვს. ქალი აჩნევს, რომ მომსახურე კაცი უცნაურად და
გამაღიზიანებლად იქცევა. ავზის ავსების მერე კაცი სთხოვს კაპოტის ახდას და
ამბობს, რომ რაღაც უცნაური ხმა ესმის.შეშინებული ქალი იძულებით
გადმოდის მანქანიდან და კაცს უახლოვდება. მიახლოვებისას კაცი ხელს კიდებს
და სადგურის შენობაში მიათრევს. ბრძოლის მიუხედავად იგი კეტავს შენობის
კარს და შემდეგ ეუბნება ქალს: "შენი მანქანის უკანა სავარძელზე ვიღაც კაცი
იმალება და არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ დავინახე”პოლიციის მოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ სავარძელზე სერიული კვლელი იმალება და ქალის მოკვლას გეგმავს.ერთ-ერთი
ვერსიით ქალი და კაცი ბოლოს დაქორწინდებიან და ბავშვებიც ეყოლებათ. სხვა
ვარიანტით კაცი ქალს ეუბნება, რომ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით რაღაც
პრობლემა არის და ასე შეიტყუებს შენობაში. კიდევ სხვა ვარიანტით მკვლელი
სწორედ იმ დროს ჯდება ქალის მანქანაში, როცა იგი შენობაშია შესული.
მომსახურე პირი ამას ამჩნევს და პოლიციაში რეკავს.
3.
კარენის მშობლებს ხშირად უწევდათ სხვა ქალაქში წასვლა და ამ დროს მასთან
მისი მეგობარი მერი რჩებოდა ხოლმე. იმ ღამეს მისი მშობლები კვლავ
გაემგზავრნენ. ჰელოუინი იყო და მერის კარენი თეთრი აბრეშუმის საღამურში
ჩაცმული დახვდა, რომელსაც ბეწვის საყელო ჰქონდა. ბავშვებმა საშიში
ფილმების ყურება დაიწყეს. უცებ მერიმ ბრახუნის ხმა გაიგო, შეშინებულმა
კარენს შეხედა მაგრამ როგორც ჩანდა მას ვერაფერი შეემჩნია. ბრახუნი
მეორდებოდა, სანამ სულ ახლოს არ გაისმა. ამ დროს შუქი ჩაქრა და გოგონები
ყვირილით კარენის ოთახში შევარდნენ. ცოტა ხანში კარენი წამოხტა და
ოთახიდან გავარდა, თან კარი მიიჯახუნა. მერი ოთახში დარჩა, უცებ სიჩუმე
კვლავ ბრახუნის ხმამ დაარღვია, თითქოს ვიღაც კიბეებზე ამოდიოდა. მერიმ
იგრძნო რომ კარებთან ვიღაც გაჩერდა, მან სიმამაცე მოიკრიბა და კარები
გააღო, რომ ენახა ვინ იდგა იქ. მერი ვერაფერს ხედავდა და ამიტომ ხელი
გაიწვდინა. იგი ჯერ კარენის აბრეშუმის საღამურს შეეხო, მერე ბეწვიან
საყელოს, მაგრამ კარენს თავს ვერ მიაგნო. როცა შუქი მოვიდა მან აღმოაჩინა,
რომ მისი მეგობარი თავმოკვეთილი იყო.
ეს ის ლეგენდები რაც კომპიუტერში მაქ და ამის მერე უფრო საშიშებს დავდებ და ვეცდები უცნობი ლეგენდები ვნახო.
|