ოთხშაბათი, 2024-05-01, 12:22 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » აგვისტო » 16 » ვამპირები
5:53 PM
ვამპირები
ვამპირები 
ვინ არიან ვამპირები? რითი იკვებებიან? სად ცხოვრობენ? ერჩიან თუ არა ისინი ადამიანებს? და საერთოდ, არსებობენ თუ არა ისინი? ეს კითხვები ალბათ ყველას გქონიათ, ამიტომ, ახლა მე შევეცდები თქვენი ცნობისმოყვარეობის ცოტათი მაინც დაკმაყოფილებას. ვამპირული მითები ათასობით წელიწადს ითვლის, და თითქმის ყველა ქვეყნის ისტორიაშია. დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთი ხალხის გარემოცვაში ვინც ‘გადარეულია’ ვამპირებზე. ვამპირული ნოველებიდან, დაუსრულებელ ვამპირულ ფილმებამდე, რატომღაც ეს ‘არსებები’ პოპულარულები ხდებიან ამ სამყაროში, იმის მიუხედავად რომ არავინ იცის ნამდვილად არსებობენ ისინი თუ არა. ერთერთი ვერსიით, არსებობს ვირუსი/დაავადება – ვHEღV, რასაც აქვს ყველა ის ‘ვამპირული’ სიმპტომი. Mმეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ ამ დაავადებას. როგორც ჯერ-ჯერობითაა ცნობილი დაავადება რამოდენიმე წელია რაც არსებობს. არსებობენ ასევე, დაჯგუფებები რომლებიც თავის თავს ‘ვამპირებს’ ეძახიან. ძირითადათ ამ დაჯგუფებაში შედიან თინეიჯერები. რამოდენიმე წლის წინათ კალინინგრადში (რუსეთში) თინეიჯერმა ორი პენსიონერი მოკლა, სპეციალური ‘ვამპირული’ მსხვერპლშეწირვისათვის. ამდაგვარი რაღაც მოხდა 7 წლის წინათ დიდ ბრიტანეთში. 17 წლის თინეიჯერმა მეზობელი მოკლა, ამოაგლიჯა გული, და სისხლი მოწოვა. Mხოლოდ იმიტომ რომ ‘ვამპირი’ დარქმეოდა. მაგრამ ასეთი ხალხი ხომ ნამდვილი ვამპირები არ არიან. ესენი უბრალოდ ფსიქოლოგიურად დაავადებული ხალხია. თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, მივიღებთ სამი სახის ვამპირს: 1) მიმბაძველებს – ეს ყველაზე გავრცელებულია! ხალხი, რომელიც ოცნებობს რომ იყოს ვამპირი. ამგვარად, ისინი ბაძავენ ვამპირებს ფილმებიდან. სვამენ სისხლს, არ ძინავთ ღამე.. 2) დელუზიური – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ დგანან. რაც აფიქრებთ მათ რომ მათ ჭირდებათ სისხლის სმა სიცოცხლისათვის – რაც არ არის მართალი. 3) დაავადებული – როგორც უკვე ითქვა, არსებობს რამოდენიმე დაავადება რომლებიც, ვამპირული სიმპტომებით გამოიხატებიან. ამგვარად, არსებობენ დაავადებული ადამიანები. მაგრამ ისინი არ თვლიან თავიანთ თავს ვამპირებად. 
ნიუ–იორკში არსებობს ვამპირიზმის კვლევის ცენტრი. იქ მომუშავე დოქტორი სტეფან კაპლანი, პარანორმალური მოვლენების რესპექტაბელური მკვლევარი და ამ ცენტრის დირექტორი, აღიარებს, რომ მისი ყურადღების ქვეშ იმყოფება 25 ვამპირი. გარდა ამისა, ის იცნობს დაახლოებით 500–მდე რეალურ, ცოცხალ ვამპირს. 300 მათგანი ცხოვრობს აშშ–ში, 3 კი — ინგლისში. ერთი ვამპირი, 20 წლის ქერა გოგონა, სახელად მისტი, მის ლექციაზე გამოჩნდა 1985 წლის 10 ნოემბერს, გვიან საღამოთი. როდესაც მსმენელებმა შეიტყვეს, რომ გამოცხადდა ნამდვილი ვამპირი, თანაც ძალიან სიმპათიური, დაიწყეს თხოვნა, რომ ვამპირს მათთვის ეკბინა. დოქტორი კაპლანი თავის ვამპირებს უწოდებს სისხლის კულტის თაყვანისმცემლებს. საერთოდ ისინი სვამენ ცხოველების სისხლს — ხარის ან წიწილისას. ზოგიერთები — ერთმანეთის სისხლსაც. ლონდონელი ქერათმიანი გოგონა კეროლ ბოგენენი მეორე ცნობილი ქალი ვამპირია მისტის შემდეგ. დღისით ის მუშაობს მოტოციკლების მაღაზიაში, ღამით კი ვამპირების წრეში ტრიალებს. მისი ეშვები განსაკუთრებული სახითაა დამუშავებული და ალესილი. კეროლის სტომატოლოგი ამაოდ ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ამგვარი მოქმედება. 

— ჩემს მშობლებს ეს ამბავი დიდად არ გაჰკვირვებიათ, — ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კეროლი, — რადგან იციან, ჩემს წარმოდგენაში ვამპირები ყოველთვის არსებობდნენ. ბავშვობაშიც კი მე არასოდეს მეშინოდა საშინელებათა ფილმებისა. კეროლი იცვამს დედოფალ ვიქტორიას სტილში. ჩვეულებრივ, ესაა შავი, წითელი და მეწამული ფერის ჩაცმულობა, როგორც ვამპირს შეეფერება. კეროლს არ უყვარს მზის სინათლე. „მე მომწონს სისხლის გემო, — აღიარებს იგი, — როცა ის ცივია, მეტალის გემო დაჰკრავს და ცხელზე ძლიერი გეჩვენება". მისი ოცნებაა გახდეს მფლობელი გოთური კოშკის, დოღის ცხენის და კუბოსი, რომელშიც შეიძლება ძილი. დოქტორი კაპლანი აღნიშნავს, რომ ვამპირები, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ჰყავთ ოჯახები, აქვთ სოლიდური სამსახური, მათ პატივს სცემენ. იმ ვამპირებისგან განსხვავებით, რომლებიც საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან, ამ ვამპირებს, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ სიკვდილის შემდეგ მიწაზე დაბრუნება ან თავიანთ მსხვერპლთა ვამპირებად ქცევა, ან ადამიანისთვის, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისხლის ამოწოვა, ან კიდევ იმდენი სისხლის ამოწოვა, რომ მსხვერპლს სიკვდილი დაემუქროს. „დონორის" მოკვლა — მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნია, — ამტკიცებს დოქტორი კაპლანი. ცნობილი მკვლელი ჯონ ჰეიმი, მას შემდეგ, რაც თავის მსხვერპლს სისხლს ამოსწოვდა, აბაზანაში მჟავათი სპობდა „ნივთიერ მტკიცებებს". ვამპირების ტესტირებისას დოქტორი კაპლანი იყენებს ჯვარს, წმინდა წყალს და ნიორს. ამგვარად შეიძლება ნამდვილი ვამპირების განსხვავება მათგან, ვინც ამას იბრალებს. ნამდვილ ვამპირებს არ ეშინიათ ჯვრის და წმინდა წყლის. ნიორს კი ისინი გაურბიან, რადგანაც ის სისხლიდან ცხიმებს გამოყოფს და შლის მათ. შესაძლოა, რომ ვამპირებს ქვეცნობიერად სწორედ ამ ცხიმების გამო სწყურიათ სისხლი. რა თქმა უნდა, ნიორი დღეს არ არის ერთადერთი საშიშროება ვამპირისათვის. მას შიდსიც ემუქრება. დოქტორ კაპლანის ვამპირების უმრავლესობა ცდილობს „შეინარჩუნოს ერთგულება" ერთი და იმავე დონორის მიმართ. დოქტორ კაპლანის სტატისტიკა კი გვთავაზობს შემდეგ საინტერესო ფაქტებს: ვამპირებს, უმეტეს შემთხვევაში, აქვთ შავი თმა და მუქი ფერის თვალები; მამაკაცი–ვამპირები, როგორც წესი, 5 ფუტი და 10 დიუმის სიმაღლისები არიან, ქალი–ვამპირები კი 5 ფუტი და 6 დიუმისა; მამაკაცთა საშუალო ასაკი 26 წელია, ქალებისა კი — 23 წელი; ვამპირები უფრო დიდხანს ვერ ცოცხლობენ და თავიანთ თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. 

რას წარმოადგენენ ვამპირები და არიან თუ არა ისინი ჩვენ გვერდით? ვამპირიზმის ფენომენის შესწავლით მეცნიერები მრავალი წლის წინ დაინტერესდნენ და ხანგრძლივი კვლევების შედეგან ამ ამოუცნობი არსებების გარკვეული ფსიქოტობიც ჩამოყალიბდა: ვამპირები სახეცვლილი ადამიანები არიან. მაში "დაავადება” გენეტიკური დარღვევების, რადიაციული ზემოქმედებისა და ორგანიზმში მიდინარე მუტაციური პროცესებით არის განპირობებული. ვამპირი დღისით ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად ცხოვრობს,თუმცა ღამით მისი ენერგეტიკული რესურსები პიკს აღწევს.არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი,რის გამოც "სისხლისმწოველი” არსებები მზეს ემალებიან.უპირველეს ყოვლისა,მათი კანი უჩვეულოდ ღია ფერის სტრუქტურის გამო მკვეთ შუქსა და მზის სხივებზე დამწვრობას იღებს.ჩვეულებრივ ადამიანზე 2-3-ჯერ მახვილი სმენა აქვთ,მკრთალ სინათლეზეც კი ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ,ამასთანავე, გრძნობენ ადამიანთა განწყობასა და ემოციურ მდგომარეობას.გამახვილებული მგრძნობელობითი ორგანოების წყალობით მიღებული უამრავი მიღებული ინფორმაცია ვამპირის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და "სისხლისმწოველი” ღიზიანდება.ღამის წყვდიადი მსხევრპლის მოსაძებნად საუკეტესო დროა.
კატეგორია: სხვა...♥ | ნანახია: 723 | დაამატა: Madridista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-08-17
- ♥ რა კარგი იყო . საღოლ ♥



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 12:22 PM 
თქვენი IP: 3.145.17.20
თარიღი: 2024-05-01 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.