მსახიობი მეგ რაიანი იმ ვარსკვლავთა რიცხვს შეუერთდა, რომელთა ასაკს ხელები გასცემენ. სარა ჯესიკა პარკერი, ანჯელინა ჯოლი, დემი მური და მადონა საკუთარი სიგამხდრით უკვე დიდი ხანია შოკში აგდებენ თაყვანისმცემლებს.
ექსპერტების აზრით, გამობერილი ვენები ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის ბრალია. როდესაც ქალი ასაკშია და დღეში 2 საათი ვარჯიშობს, მის კიდურებზე ძარღვები კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება.
თავის მოვლის საკითხში აშკარად გადააჭარბა სარა ჯესიკა პარკერმაც. პარკერი ფორმაში ყოფნას ვარჯიშითა და დიეტებით ცდილობს, თუმცა დაძარღვულ ხელებს ვერაფერს უხერხებს.
სარა მალე მადონას დაემსგავსება, რომლის დაკუნთული ხელ-ფეხი უკვე დიდი ხანია სექსუალურად აღარ გამოიყურება.
ეს ვარსკვლავები დაბერებას ძალიან განიცდიან. თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და სიგამხდრის იდეით არიან შეპყრობილნი. მათ უკვე ტრადიციად ექცათ სპორტდარბაზში არაერთი საათის გატარება და ყოველდღიურად ხუთი მილის გარბენა. ამასთან, ისინი მაქსიმალურად მსუბუქ საკვებს მიირთმევენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
|