მთავარი » 2012»ივნისი»15 » ვარსკვლავები, რომლებიც პლასტიკურმა ქირურგიამ დაამახინჯა
8:00 PM
ვარსკვლავები, რომლებიც პლასტიკურმა ქირურგიამ დაამახინჯა
ვარსკვლავები, რომლებიც პლასტიკურმა ქირურგიამ დაამახინჯა
ახალგაზდობისა და სილამაზისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავები ყველაფერზე მიდიან. პლასტიკური ქირურგია მათთვის კბილის ექიმთან ვიზიტივით არის. მრავალჯერადი პლასტიკა კი მათ გარეგნობას რადიკალურად ცვლის და საბოლოოდ, ავიწყდებათ, ადრე როგორ გამოიყურებოდნენ.
80- 90-იან წლებში დერილ ჰანა ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი ლამაზმანი იყო. ქერა თმითა და ცისფერი თვალებით მსახიობმა მსოფლიო კინოში ადგილი დაიმკვიდრა. ანგელოზის გარეგნობა დერილს ნაზი შეყვარებულის და ზღაპრული გმირების როლების მოპოვებაში ეხმარებოდა, მაგრამ პლასტიკური ოპერაციების წყალობით მსახიობი რადიკალურად შეიცვალა. სამაგიეროდ ოპერაციებს შორისშესვენებების დროს ცალთვალა ბოროტმოქმედის როლებზე ამტკიცებდნენ (ფილმი "მოკალი ბილი"). ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობს საჩვენებელ თითზე ფალანგები არ აქვს: მან თითი სამი წლის ასაკში ბებიის სახლში დაიზიანა. ფილმებში ჰანა მას ყოველთვის მალავს. იგი ხელთათმანებს ხშირად ატარებს ან ხელებს ჯიბეებში მალავს.
ჯენის დიკინსონი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სუპერმოდელია, იგი იმ დროს მოღვაწეობდა, როდესაც ნაომი კემპბელი და სინდი კროუფორდი ჯერ დაბადებულებიც არ იყვნენ. ბოლო წლებში ჯენისმა პოპულარობა რეალითი შოუს "კუდიანი ჯენისის სამოდელო სკოლის" წყალობით დაიბრუნა. ჯენისი არ მალავს, რომ მის სახეს ქირურგის სკალპელი არაერთხელ შეხებია.
ახლახან მან АВС-ის პლასტიკურ ქირურგიისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც კამერის წინ "სილამაზის ინექციები" გაიკეთა. მიუხედავად ამისა, 57 წლის ჯენისს ქირურგები ვეღარ ეხმარებიან, იგი საშინლად გამოიყურება.
ამერიკული სერიალის Twin Peaks-ის ვარსკვლავი ლარა ფლინ ბოილი მისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა, მაგრამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, მსახიობის სახის ნაკვთების ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.
ლიზა რინა ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობია. რინა არ მალავს, რომ პლასტიკური ოპერაცია და ბოტოქსის ინექცია არაერთხელ გაუკეთებია. იგი საკუთარ საქციელს არ ნანობს და არც გაჩერებას აპირებს.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი მსახიობ ლინდსი ლოჰანის გარეგნობაზე აისახა: დარჩენილ სილამაზეს, რომელიც ალკოჰოლმა, თამბაქომ და კოკაინმა ბოლომდე ვერ გაანადგურა, მსახიობი პლასტიკური ქირურგიით "ანგრევს".
ის, რომ ლინდსი პლასტიკური ქირურგების დახმარებით ადრეც ცდილობდა გარეგნობის კორექტირებას, საიდუმლო არ არის, თავის დროზე მსახიობმა მკერდი გაიდიდა. ხოლო ახლახან ტუჩების ჯერიც დადგა, რომელშიც ლოჰანმა სილიკონის ჩასხმა გადაამეტა. ამჟამად, ლინდსის ტუჩები ხელოვნურად გამოიყურება. თავად მსახიობს საკუთარ ასაკზე ბევრად დიდი შეხედულება აქვს.
ელვის პრესლის ყოფილი მეუღლე 67 წლის პრისცილა პრესლი უხარისხოდ გარემონტებული ავტომობილივით გამოიყურება. პრისცილას თქმით, "პლასტიკური ქირურგის სამუშაო მანქანის ხელოსნის საქმეს წააგავს, რომელიც ავტომობილის ნაწილებს იმისთვის ზეთავს, რომ უკეთ იმუშაონ".
ჯერ კიდევ 1997 წელს დონატელა ვერსაჩე სრულიად განსხვავებული ქალი იყო. დიზაინერი ან მძიმე შრომის წლებმა დაამახინჯა, ან მისი გარეგნობა მრავალჯერადმა პლასტიკურმა ოპერაციებმა და სოლარიუმის სიყვარულმა შეიწირა. დონატელა ძმის, ჯანი ვერსაჩეს მიერ დატოვებულ მოდის სახლს მართავს.
ასევე იხილეთ:გოგონას პლასტიკური ოპერაცია ცემენტით და სუპერწებოთი გაუკეთეს (VIDEO)