|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 7 » ვარსკვლავების საყვარელი წიგნები
6:38 PM ვარსკვლავების საყვარელი წიგნები |
თუ თქვენ ეძებთ, თუ რომელი წიგნი წაიკითხოთ და გჭირდებათ რეკომენდაციები, გადახედეთ ცნობილი ადამიანების საყვარელ წიგნებს, რომლებიც ასახელებენ როგორც ლიტერატურის კლასიკას, ისე საბავშვო წიგნებს, რომლებმაც მათ განსაკუთრებული მოგონებები დაუტოვეს.
გვინეტ პელტროუ – ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)
გვინეტს ამ წიგნს უკითხავდა დედა, როდესაც ის 10 წლის იყო, ამიტომ „ჯეინ ეარს" განსაკუთებული ადგილი უკავია მის გულში. მისთვის ეს პირველი წიგნი იყო და ყველაზე საყვარელიც.
ჯულია რობერტსი – ველური პალმები (უილიამ ფოლკნერი)
რობერტსი აღწერს ნოველას როგორც ლამაზ, ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას. მისი თქმით, ეს არის წიგნი, რომელიც უბრალოდ გაგანადგურებთ.
რობერტ პატინსონი – სრული შემოქმედება (შარლ ბოდლერი)
პატინსონის ბოლოდროინდელი ლიტერატურული გემოვნებამ პოეზიის სახე მიიღო. ფრანგი პოეტის პოემები მისთვის ყველაზე საყვარელი აღმოჩნდა.
უილ სმიტი – ალქიმიკოსი (პაოლო კოელიო)
უილ სმიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს წიგნი მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და სწორედ მან ასწავლა, რომ მიაღწიოს თავისი ინოვაციების პიკს და წარმატებას.
ანჯელინა ჯოლი – ვლად ცეპეში: ნამდვილი დრაკულას ძიებაში (მ. ჯ. ტროუ)
ჰუმანიტარულ და ოჯახურ დღეებამდე ჯოლი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე მეამბოხე და „ბნელი" ჰოლივუდში, ამიტომ ეს წიგნი იმ ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დრაკულა, არის საუკეთესო არჩევანი მისთვის. ჯოლის თქმით, მას ჰქონდა ყველა წიგნი ვლად ცეპეშზე და ყოველთვის სიამოვნებით კითხულობდა მათ.
ჯეი ზი – სულის ადგილმდებარეობა/ სამყოფელი (გარი ზუკავი)
ჯეი ზის თქმით, ეს არის ის წიგნი, რომლის მიხედვითაც ის ცდილობს იცხოვროს. „მე ყოველთვის მაინტერესებდა რელიგია და ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. როდესაც შენს გრძნობებს ვიღაც უმატებს სიტყვებს, შენ ფიქრობ – ეს სწორედ ისაა."
კრისტენ სტიუარტი – ედემის აღმოსავლეთით (ჯონ სტაინბეკი)
სტიუარტის თქმით, ის შეყვარებულია კლასიკურ ლიტერატურაზე, ეს წიგნი კი მას განსაკუთრებით მოსწონს, რადგან ის ეხება კარგისა და ცუდის ფუნდამენტურ იდეებს.
ლედი გაგა – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს (რაინერ მარია რილკე)
ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, რას ურჩევდით თქვენს თაყვანისმცემლებს, რომლებიც სიმღერების წერით არიან გატაცებულნი, მომღერალმა უპასუხა: „ორი რჩევა: 1. იყიდე წიგნი „ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს". წაიკითხე ის 100-ჯერ და გვიან ღამით დაუსვი საკუთარ თავს კითხვა – მოკვდებოდი თუ არა, თუ წერას აგიკრძალავდნენ? 2. იცხოვრე თითოეული ციტატით ამ წიგნში, რადგან აქ არის სერიოზული ფილოსოფია ხელოვნების შესახებ, რომელსაც მე მთლიანად ვეთანხმები. ყველაფერი სიმართლეა, შენ შენს ოცნებებს იპოვი."
ჯიმ ქერი – დანაშაული და სასჯელი (ფიოდორ დოსტოევსკი)
|
კატეგორია: ვარსკვლავები ♥ |
ნანახია: 1220 |
დაამატა: DemSMiley
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 7:06 AM
თქვენი IP: 18.116.85.111
თარიღი: 2025-01-04
|
|