ვარსკვლავები შეიკრიბნენ ლოს-ანჯელესში 2012 წლის Kids' Choice დაჯილდოებაზე. სელებრითები წითელი ხალიჩის ნაცვლად ნარინჯისფერზე მოაბიჯებდნენ და მომღიმარი სახეებით პოზიორობდნენ კამერების წინ სანამ თავზე მწვანე ლორწოვან მასას გადაასხამდნენ - რაც ღონისძიების უწყინარი ტრადიციაა.
დაჯილდოების ცერემონიალს ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამაც ესწრებოდა, რომელმაც ტეილორ სვიფტს ჯილდო გადასცა.
ცერემონიას რა თქმა უნდა არ ჩაუვლია მწვანე სითხის გარეშე,რომელიც უკვე ტრადიციადაა ქცეული. წელს მას გემო გაუსინჯეს უილ სმიტმა, ჰოლი ბერიმ, ტეილორ ლოტნერმა და ჯასტინ ბიბერმა
|