ვარსკვლავური ფობიები
ჰოლივუდში ყველაზე გავრცელებულ ფობიებს შორის ერთ-ერთი პირველი მიკრობების შიშია. ამ ფობიის მსხვერპლია მსახიობი კამერონ დიასი. ოთახში შესასვლად იგი ამჯობინებს ფეხი ჰკრას კარს, ვიდრე - ხელით შეეხოს. ამავე ფობიას განიცდიდა მარლენ დიტრიხიც.
მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ნერვიულობას იწყებს ბნელ ოთახში მოხვედრისას. მას სიბნელის შიში აწუხებს და დაძინებასაც განათებულ ოთახში ამჯობინებს.
სიმაღლის ეშინიათ დენიელ კრეიგსა და სილვესტრ სტალონეს.
მსახიობებს
თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ მოგზაურობა.
განსაკუთრებული დისკომფორტს მგზავრობა წარმოადგენს მათთვის, ვისაც ფრენის
ფობია აქვს. ასეთები არიან ჯენიფერ ენისტონი, ბენ აფლეკი, შარლი სტერონი და ვუპი გოლდბერგი.
კარმენ ელექტრას კი, რომელიც სერიალ „მაშველებში" მაშველის როლს ასრულებდა, წყლის ეშინია. ჰიდროფობიას განიცდის უაინონა რაიდერიც.
ყველაზე
მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის, ფობიის გადალახვა მოუწია ტომი
მაგუაირუს. აღმოჩნდა, რომ „ადამიან-ობობას" ობობების ეშინია. კოლეგის
ფობიას იზიარებს ევა მენდესი, რომელიც შიშს ჰიპნოზის თერაპიით ებრძვის.
ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ანტონიო ბანდერასს გველის ეშინიათ.
კეტრინ ზეტა-ჯონსს კი, თაგვის დანახვისგან მისდის გული.
ვარსკვლავებს შორის ორნიტოფობებიც მოიძებნებიან - ისინი, ვისაც ფრინველების ეშინია. ასეთები არიან ჯესიკა ალბა და ემინემი.
დახურული
სივრცის შიში კიდევ ერთი გავრცელებული ფობიაა. კლაუსტროფობიას განიცდიან
ჯენიფერ ლავ ჰიუტი და როუზ მაკგოუნი. მსახიობები ლიფტში შესვლას ერიდებიან.
მბრუნავი კარებების ეშინია მეთიუ მაკკონაჰის.
უჩვეულო ფობია აქვთ ჯონი დეპსა და დენიელ რედკლიფს. მათ კლოუნის ეშინიათ.
შერონ
სტუნს ელეტროენერგიის ეშინია. ელეტროტექნიკისადმი მისი ფობიის კარგად
ესმის ჯონ ტრავოლტასაც. ამ უკანასკნელს ყველაზე ჩვეულებრივი ტელეფონებიც
კი, შიშს გვრის.
მსახიობები
ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ხალხმრავალ ადგილებს არიან მიჩვეულები,
რაც მათ ხშირად დისკომფორტს უქმნის. ბრიუს ვილისისთვის კი, ხალხმრავლობა
ნამდვილ ფობიას წარმოადგენს. ბრბოს შიშის გამო, მას კონცერტებსა და სპორტულ
შეჯიბრებებზე სიარულზე უარის თქმა უწევს.
სარა
მიშელ გელარისთვის ყველაზე შემზარავი სასაფლაოზე მისვლაა.
სარკეების
ეშინია, ერთ დროს, ყველაზე სექსუალურ ქალბატონად მიჩნეულ პამელა ანდერსონს.
ბილი რობ თონტონს ანტიკვარული ავეჯი აგდებს პანიკაში.
სკარლეტ იოჰანსონს
ტარაკნის ეშინია.
პეპლების შიში აქვს ნიკოლ კიდმანს.
მცენარეებს ვერ იტანს
კრისტინა რიჩი.
ორლანდო ბლუმის ყველაზე საშინელი კოშმარები კი,
ღორებს
უკავშირდება.