Victoria's SecretVictoria's Secret-ის ახალი შოუ საცვლების ბრენდ Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ კვლავ ბრწყინვალედ ჩატარდა.წლევანდელ ჩვენებაში,
მსოფლიოს ყველაზე ლამაზმა მოდელებმა მიიღეს მონაწილეობა - ალესანდრა
ამბროსიო, მირანდა კერი, ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი, კარლი კლოსი და
სხვა მრავალი "ანგელოზი".შოუს, წელს, რამდენიმე თემატიკა ჰქონდა - "ანგელოზები ყვავილებში", "ცირკი" და "საშიში კავშირები" და სხვა მრავალი. სტუმრებს რიანა, ჯასტინ ბიბერი და ბრუნო მარსი ართობდნენ. შოუს
კულმინაცია ალესანდრა ამბროსიოს Fantasy Bra-თი გამოსვლა იყო.
ბიუსტჰალტერი ბრილიანტებით, საფირებით, ლალებით და სხვა ძვირფასი ქვებითაა
გაწყობილი. მისი ფასი 2,5 მილიონი დოლარია.
|