ობერტმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ტელეფილმში "ნიბელუნგების ბეჭედი" (2004) და რეჟისორ მირა ნაირის ფილმში "ამაოების ბაზარი" (2004), სადაც მისი სცენები ამოჭრეს და მხოლოდ DVD ვერსიაზე გამოჩნდა. 2005 წლის მაისში მონაწილეობა უნდა მიეღო "წინა ქალის" ინგლისურ საპრემიერო ჩვენებაზე Royal Court Theatre-ში, მაგრამ გახსნით საღამომდე დაითხოვეს და ჩაანაცვლა მსახიობ ტომ რილეიმ.
ამავე წელს, მოგვიანებით მან განასახიერა სედრიკ დიგორი ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" და ამის შედეგად ის იქნა დასახელებული, როგორც ამავე წლის "მომავლის ბრიტანელი ვარსკვლავი" Times Online-ის მიერ. ასევე მასზე ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა შემდეგი ჯუდ ლოუ.
პეტინსონი გამოჩნდა Hackett-ის 2007 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ის თამაშობს ედვარდ კალენს ფილმში "ბინდი", რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზე და რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.
რობერტს აქვს მთავარი როლები მოახლოვებულ ფილმებში: "პატარა იფნები", სადაც ის სალვადორ დალის თამაშობს, "როგორ იყო" - ბრიტანული კომედია და მოკლემეტრაჟიან ფილმში "ზაფხულის სახლი". იანვარში ის დაიწყებს ახალ პროექტზე მუშაობას სახელწოდებით "თითო ნაწილი მილიარდად", რომელზედაც ის ამბობს: "ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული სცენარი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს ჩემს ცხოვრებაში".
kisten stewart
კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. Kristen Jaymes Stewart; დ. 9 აპრილი,1990,ლოს-ანჯელესი,კალიფორნია,აშშ) — ამერიკელი მსახიობი.კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯუდი ფოსტერთან ერთად ფილმში Panic Room. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუაიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა
ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო,ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი.ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა,კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.
taylor lautner
ტეილორ დენიელ ლოტნერი (დ. 11 თებერვალი 1992)[1] — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ბავშვობაში დაინტერესდა ორთაბრძოლებით[2] და ამერიკული სპორტის კარატეს ასოციაციის მიერ ითვლებოდა მოწინავედ თავის კატეგორიაში. მსახიობის კარიერისას ცნობილი გახდა „ბერნი მაკის შოუთი" და სხვა ტელესერიალებით, თუმცა დიდი წარმატება მოიტანა ფილმების სერიამ „ბინდი".
The Vampire Diaries
ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს.სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში,რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა.სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია,რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტ (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის.ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.
The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.[3] თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა,თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ,რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო.მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი,მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე.
ვამპირის დღიურების მთავარი გმირების ბიოგრაფია
ian somerhalder
იან ჯოსეფ სომერჰალდერი (8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.
მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.
17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.
2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.
2009 წლის ივნისშI იანი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.
2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.
2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ამჟამად დანიშნულია კოლეგა ნინა დობრევზე.
Nina Dobrev
ნინა დობრევი (დ. 9 იანვარი, 1989) — ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალში Degrassi: The Next Generation 6-9 სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს ელენა გილბერტს და კატერინს პირსს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები.
ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა - პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი. მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა,სადაც სწავლობდა ბალეტს და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას Ryerson University-ში. ნინამ დატოვა 2008 წელს უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.
სამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში Fugitive Pieces, Away from Her, Never Cry Werewolf და სერიალში Degrassi: The Next Generation. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულს პერსონაჟს კატერინს პირსს, ვამპირს რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირებს დეიმონ და სტეფან სალვატორებს. 2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში The Perks of Being a Wallflower ემა ვოტსონთან ერთად.
Paul Wesley
ოლ (თომას) უესლი (ინგლ. Paul Wesley და პოლ. Paweł Wasilewski; დ. 23 ივლისი, 1982, ნიუ–ჯერსი, აშშ) — პოლონური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. მისი მშობლები აგნეშკა და თომას ვასილევსკები პოლონელი ემიგრანტები არიან. ჰყავს ერთი უფროსი და მონიკა და ორი უმცროსი და ჯულია და ლეა. 2005 წლიდან საკუთარ თავს მოიხსენიებს როგორც Paul Wesley როდესაც მას ჰკითხეს მიზეზი, მან თქვა: „ვასილევსკი რთული წარმოსათქმელია, მე ნებართვა ავიღე ოჯახის წევრებისგან და ისინი არ შემეწინააღმდეგნენ".
პოლმა მონაწილეობა მიიღო სერიალებში: 24, 8 Simple Rules, American Dreams, Army Wives, Cane, Everwood, Fallen, Guiding Light, Smallville, The O.C. და Wolf Lake.
ამჟამად მან მოირგო სტეფან სალვატორის როლი ტელესერიალში „ვამპირის დღიურები". მას ასევე შესთავაზეს როლი პარიზში რომეო და ჯულიეტასთვის, რომლის გადაღებები დაიწყება 2012 წლის სექტემბერში.
ყველაფერი ამოს შემდეგ გამოკითხვის ჯერიც დადგა