მე ვხედავდი ისინი როგორ ტიროდნენ, როგორ მინდოდა მეთქვა რომ მეც იქ ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო. სალომე ვერ დავინახე. უეცრად აღვმოჩნდი თეთრ სამყაროში და მამა დავინახე ( ავტორისაგან: მამა გარდავცვლილი ჰყავს ) და დავუძახე
-მამა ! - მან კი მითხრა
-ჯერ შენი დრო არ არის შვილო, შეხედე შენს მეგობრებს როგორ ტირიან, მათ შენ სჭირდები.
-მაგრამ მამა, მე შენ მჭირდები - ვუთხარი მე
-არა შვილო, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, მათ კი, შეხედე ისინი როგორ ტირიან. - და მე ვუპასუხე
-მართალი ხარ მამა, მე მათ ვჭირდები, მე ამ ცხოვრებაში ბევრი რამე უნდა გავაკეთო
-აი ეს მომწონს, დაბრუნდი შვილო, დაბრუნდი - მან შუბლზე მაკოცა და წავიდა. უეცრად დავინახე რომ აპარატურის გათიშვა უნდოდა, მაგრამ ჯასტინი შემოვარდა და
-არა, არ გათიშოთ, ის ცოცხალია - ტირილით უთხრა ჯასტინმა. მე ყველანაირად ვცდილობდი რომ ძალები მომეკრიბა, და ერთი ხელი მაინც გამემომძრავებინა და ერთი თვალი გავახილე, ამაზე ჯასტინმა წამოიყვირა
-ექიმო ხედავ? ის ცოცხალია - ექიმი კინაღამ ცუდად გახდა და თქვა
-ეს ნამდვილი სასწაული - ჯასტინმა კი მითხრა
-ლოოლ, შენ ცოცხალი ხარ - და მეც ამოვიღე ხმა
-ხო ჯასტინ, ცოცხალი ვარ. - ის მოვიდა და შუბლზე მაკოცა. გავიგე რომ სალომეს გული წასვლია და პალატაში იყო.
რამდენიმე კვირა გავიდა და მე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი ამ დროს კი ოთახში ჯასტინი შემოვიდა და დაიწყო
-ლოლა მაპატიე, - თავი ჩახარა, - მაპატიე, მე რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა, ცუდი არაფერი დაგემართებოდა, ვიცი, ვიცი შენი პატიების ღირსი არ ვარ, მაგრამ მე მაინც გთხოვ პატიებას, იმ მომენტში, როდესაც ვჩხუბობდით, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი - და ერთი ცრემლი მაინც წამოუვიდა, გული დამეწვა, ეტყობოდა რომ ის სიტყვები რომელსაც მეუბნებოდა გულიდან მოდიოდა და მე ვუთხარი
-გაპატიებ, ჯასს - მან გაბრწყინებული თვალებით ამომხედა. - გაპატიებ რადგან გულით მთხოვ პატიებას - და გავუღიმე. ჯასტინი მოვიდა, მომეხვია და მაკოცა ( რა თქმა უნდა ლოყაზე :დდ ) ამ დროს ოთხაში ნანო და ნათია შემოვიდნენ
-რა გინდათ? - გაბრაზებული ხმით თქვა ჯასტინმა
-იცი, ჯასტინ შენთან არ მოვსულვართ - უთხრა ნათიამ - გადი
-არსადაც არ გავალ რამის თქმა გინდათ? ჩემს თანდასწრებით - თქვა ჯასტინმა.
-იყავი ჯასტინ - უთხრა ნანომ, და მე მომიბრუნდა
-ლოლა, მაპატიე, მაპატიე ყველაფერი რაც დაგიშავე - ვაიმე მემგონი სიზმარში ვარ :დდ აბა ნანო ისე მელაპარაკება :დდ - იმ დღეს როცა დავინახე რომ მანქანა დაგეჯახა, ყველა ჩემი ცუდი საქციელი გამახსენდა, და ვინანე ყველაფერი, რაც ცუდი დამიშავებია ამ ცხოვრებაში. იცი? შენ ალბათ ასე ცუდად იმიტომ გექცეოდი, რომ ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, ღარიბები კარგად მოქცევას არ იმსახურებენო, მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ბოლოს მაიძულეს, მითხრეს რომ სახლიდან გამაგდებდნენ, მეც სხვა გზა არ მქონდა, და დავუჯერე - ღმერთო ჩემო, ყურებს არ ვუჯერებდი - და კიდევ, ნათია ჩემი დაა, ჩემი მშობლები მას მალავდნენ, მაგრამ მე ვაიძულე რომ მიეღოთ, ამიტომ მიიღეს, მაგრამ თქვეს რომ მეგობრად უნდა გესაღებინა თავი ამიტომ ჩვენც დავუჯერეთ . - ვაიმე დედა მემგონი მე მართლა სიზმარში ვარ :დდ - იმედია ოდესმე მაპატიებ, შენც ჯასტინ - და მას გახედა, ერთი ცრემლი წამოუვიდა და შებრუნდა, მე მივხვდი რომ ის ნანო და ნათია რომლებიც ჩემს წინ იდგნენ არ იყვნენ ბოროტები, უბრალოდ მშობლების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და დავუძახე:
-გოგონებო, - შემობრუნდნენ - გაპატიებთ, რადგან თქვენ ბოროტები ნამდვილად არ ხართ. იმედია თანახმა იქნებით რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდეთ - და ჯასტინს გავხედე, მან მანიშნა რომ სწორად მოვიქეცი, ჩამეღიმა. ისინი კი გახარებულები იყვნენ და მითხრეს
-შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვინც ოდესმე შემხვედრია
-მაგრამ მშობლ... - სიტყვა არ დამასრულებინა ნანომ
-არავითარი მშობლები, თუ უჩვენობა უნდა, მიიღებენ ამას, სახლიდან წამოვალთ, არა უკვე წამოვედით, სამუშაოს ვიშოვით და ფულიც გვექნება, იმედია ცოტა ხნით მიგვიღებ - მე ჩამეღიმა
-ცოტა ხნით არა, მთელი ცხოვრება ჩემთან იცხოვრეთ - ისინი ისეთი გახარებულები იყვნენ და ჯასტინმა თქვა
-ჰე, გოგონებო აქ მეც ვარრ, და სხვათაშორის ბიჭი - ყველას გაგვეცინა.
რამდენიმე დღე გავიდა, ქეთი და სალომეც დაუმეგობრდნენ ნანოს და ნათიას, ახლა ჩვენ ნამდვილი საუკეთესო მეგობრები ვიყავით რაც შეეხება ჯასტინს, ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ერთ დილასაც ჯასტინი თავზე დაგვადგა -აუუუუუუუუ - წამოვიძახეთ ყველამ გამწარებული ხმით - ადამიანო, დილით თავზე დადგომა ვინმესთვის გაგიგია? - იქ დრეიკიც იყოო და იმწამსვე ავდექი
-დრეეიკ, - და მივეხუტეე. ჯასტინმა კი თქვა
-გოგონებო მაგარი იდეა მაქვს იმედი დამთანხმდებით - ამის თქმაზე ოთხივე ფეხზე წამოდგნენ და თქვეს
-ყურადღებით გისმენთ - მე და დრეიკს გაგვეცინა :დდ ჯასტინმა კი თქვა
-მოკლედ.....